fbpx

ილონ მასკი მატერიალიზმის წინააღმდეგ: Tesla-ს დამფუძნებელი ფიზიკურ ქონებას ყიდის


გააზიარე სტატია

 

მილიარდერი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მატერიალიზმთან დაკავშირებით საკუთარი მსოფლმხედველობის გადააზრების პროცესშია – პარასკევს Twitter-ზე  განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი “თითქმის ყველა ფიზიკური საკუთრების გაყიდვაა”.

მან ასევე განაცხადა, რომ “ტესლას” სააქციო ფასი “ძალიან მაღალია” – ამ ტვიტის შემდეგ, პარასკევს, “ტესლას” კაპიტალი 9.3%-ით შემცირდა. მასკის თქმით, მის მფლობელობაში არცერთი სახლი აღარ იქნება. მისი შეყვარებული გრაიმსი კი მასზე გაბრაზებულია. მასკი სულ მცირე შვიდ სახლს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. გრაიმსი და მასკი ორშაბათს შვილის დაბადებას ელოდებიან.

ინვესტორი სოციალურ ქსელებში საკმაოდ ექსცენტრიკულია. COVID-19-ისგან გამოწვეულ კარანტინს მან “ფაშისტური” უწოდა, კალიფორნიაში მდებარე “ტესლას” ქარხანა კი იძულებით დაიხურა.

გაურკვეველია, რატომ სურს მას ყველაფრის გაყიდვა, ან სად იცხოვრებს  შემდეგ – ამის შესახებ კომენტარი მასკის არ გაუკეთებია. ბიზნესმენს უწინ აშშ-ს უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისიასთან (SEC) კონფლიქტიც კი ჰქონდა, რაც “ტესლას” აქციების შესახებ მისი ტვიტებით იყო გამოწვეული. 

გასულ წელს მის წინააღმდეგ სარჩელიც კი იყო შეტანილი, რადგან 2018 წელს დაპოსტა, რომ “ტესლას” პრივატიზებასაც კი განიხილავდა თითო აქციისთვის 420 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. როგორც შეთანხმების ნაწილი, მასკი დათანხმდა, რომ ყველა მისი საჯარო განცხადება, რომელსაც შეეძლო “ტესლას” აქციების ფასის ცვლილება, – ტვიტების ჩათვლით, – წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო კომპანიის იურისტთან. ჯერჯერობით SEC-ის წარმომადგენლებს არსებულ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.