fbpx

ანიმესა და ფოტორეალიზმის ერთობა კოუკი იკეგამის ნოსტალგიურ ფოტოსერიაში


გააზიარე სტატია


ავტორი: Margherita Cole

ხელოვანი კოუკი იკეგამი საოცარ ციფრულ ნამუშევრებს ქმნის, მისი პერსონაჟები კი ძალიან ჰგვანან ანიმეს გმირებს. ილუსტრაციებში მარტოსული ქალი პერსონაჟები ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მომენტში არიან აღბეჭდილები.  მატარებლის მოლოდინი რკინიგზის სადგურზე, ქუჩის გადაჭრა, ქალაქის ხედით ტკბობა – ეს რომანტიკული, გარდამავალი სცენები ცხოვრების სასიამოვნო მომენტების ნოსტალგიას აღძრავს.


იკეგამის ხელოვნებას ეფექტურობას კომპოზიციის სირთულე სძენს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში არიან პერსონაჟები – დგანან თუ მოძრაობენ – თითოეულ კომპოზიციას ფოტორეალისტური ფონი სრულყოფს. განათებები, საგზაო ნიშნები, სატელეფონო კაბელები და არქიტექტურის ყოველი დეტალი მთელი გულმოდგინებითაა წარმოდგენილი. ეს ეხებათ იმ პერსონაჟებსაც, რომლებიც მოხატულ ზურგჩანთებს ატარებენ. იკეგამის ნამუშევრები ისეთ ცხოვრებისეულ მომენტებს გადმოსცემენ, რომლებიც გვიბიძგებენ მეტი ვისწავლოთ.


ხელოვანი ტვიტერზე გამომწერებს Time-lapse ვიდეოებს უზიარებს, სადაც ნაჩვენებია, რომ თითოეული ნამუშევარი არქიტექტურული დეტალების ხატვით იწყება. მეორე ნაბიჯი ფერის შრეებად გამოყენებაა, ამის შემდეგ კი იკეგამი ადამიანის ფიგურას ხატავს. საბოლოო ეტაპი ციფრული ილუსტრაციის დამუშავებაა იქამდე, სანამ ნამუშევარი რეალიზმის სასურველ დონეს მიღწევს.

დაათვალიერეთ იკეგამის ციფრული ხელოვნება და გამოიწერეთ მისი ტვიტერის გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები.


ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.