fbpx

Ciao, კარანტინი! – იტალიის ტურისტულ ადგილებში დღეიდან ისევ ხალხმრავლობაა


გააზიარე სტატია

 

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივი კარანტინი გაუქმდა და კორონავირუსის კრიზისის მეორე ფაზა გამოცხადდა, იტალიელები როგორც იქნა ქუჩაში გამოეფინენ.

ვენეციაში, რომლის ცარიელი ქუჩებიც ევროპული პანდემიის ერთ-ერთი პირველი სიმბოლო იყო, სენტ მარკის მოედანი ისევ ხალხითა და ადგილობრივი მოვაჭრეებით გაივსო.

მატარებლებსა და პლატფორმებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა მილანშიც, სადაც 4 მილიონზე მეტი ადამიანი ქარხნებსა და მშენებლობებზე დაბრუნდა, დანარჩენები კი პარკებში ვარჯიშობდნენ და რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად ნათესავები მოინახულეს.

იტალიის მთავრობის განცხადებით, რეგიონებში მოქმედებს სოციალური დისტანცირების დაცვის ვალდებულება, თუმცა სურათების მიხედვით ამ მოთხოვნის აღსრულება მაინცდამაინც მკაცრად არ ხდება.

 

წყარო: https://www.dailymail.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.