fbpx

Mozaika ონლაინ და ჰიბრიდული ღონისძიებების დაგეგმვას იწყებს


გააზიარე სტატია

წლის დასაწყისში მსოფლიოში ვირუსული პანდემია დაიწყო. უკვე არაერთი კვირაა ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, ერთმანეთს დასცილდნენ და დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი – პირისპირ ურთიერთობების სიამოვნება.

სოციალური დისტანცირების პირობებში ვერ ვახერხებთ ყოველდღიურ საქმიანობას, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას, ემოციებისა თუ შთაბეჭდილებების პირისპირ გაზიარებას, რადგან თავშეყრის ადგილები დაცარიელდა, აღარ ტარდება ღონისძიებები და შეკრებები, შეჩერდა ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობები. ერთი სიტყვით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა – რადგან პანდემია არ ჩერდება, შესაბამისად, არც პრობლემა ქრება სადმე.

სწორედ ამიტომ, გამოსავლის ძიებისა და ჩვეული ყოველდღიურობის დაბრუნების სურვილით, Mozaika-მ გადაწყვიტა სოციალურ აქტივობებს მისცენ ახალი ფიზიკური სივრცე. დღეს ჟანგბადივით გვჭირდება ურთიერთობების, საქმიანი თუ არაფორმალური, აკადემიური თუ კორპორატიული შეხვედრების განახლება.

“მოზაიკა” მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპისა თუ სპეციფიკის ონლაინ და ჰიბრიდული ღონისძიების დაგეგმვასა და ეფექტურ აღსრულებას სთავაზობს! ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე, შეიქმნება რელევანტური ვიზუალური, აუდიო და დრამატურგიული მიმართულება. ონლაინ გამოსაშვები საღამოთი დაწყებულ და ბიზნეს ფორუმით დამთავრებულ ჩამონათვალში თქვენთვის სასურველ ღონისძიებას აუცილებლად მონახავთ. ამ საქმეში ტექნიკურ დახმარებას მოზაიკას პარტნიორი IT სერვის კომპანია – Sky-Hi გაუწევს. კომპანია წამყვანი ონლაინ პლატფორმების ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, საუკეთესო ტექნიკური შესაძლებლობები იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ღონისძიების ტექნიკური მხარე იდეალურად იქნება გამართული.

ღონისძიებებისთვის ახალი საარსებო სივრცე ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმები იქნება. მაგალითად, Zoom Video Communications; Google Meet, Microsoft Teams, WebEx – წამყვანი ჩეთ-აპლიკაციები, რომელთა გამოყენებაც საქართველოში ექსკლუზიური ფორმით შეგვიძლია.

მომხმარებლისთვის ექსკლუზიურად ჩამოყალიბდება ღონისძიების კონცეფცია,  სწორედ ამ კონცეფციისა და მომხმარებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით შეირჩევა კონკრეტული პლატფორმა ამა თუ იმ ივენთის ჩასატარებლად, რაც კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის გაწევის საშუალებას გვაძლევს.

“მოზაიკა” კრეატიული სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და მომხმარებელს სრულმასშტაბიან მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიის მთავარი მისია ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომლის შიგთავსი უნიკალური და განსხვავებულია. ამ ფორმულით გადის მოზაიკა გრძელ და საინტერესო გზას, რამაც ადგილობრივი საკომუნიკაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სააგენტოდ აქცია. “მოზაიკის” სამუშაო გამოცდილება მოიცავს არაერთ წარმატებულ პროექტსა და თანამშრომლობის ისტორიას წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან.

“მოზაიკის” ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება ივენთ მენეჯმენტია. მათი გუნდი თითოეულ ღონისძიებას ისე უდგება, როგორც გამორჩეულ აქტივობას, რომელიც ჩვენი დამკვეთის მნიშვნელოვანი სათქმელის გადმოცემას ან დროის სასიამოვნოდ გატარებას ემსახურება. ამ პროცესში, კომპანიის მიზანი ღონისძიების იდეური და ვიზუალური ნაწილის ემოციურ და ბიზნეს ინტერესებთან სრულყოფილი შეთავსებაა.

ინდუსტრიაში მუშაობის არაერთი წლის მანძილზე, “მოზაიკას” სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის ღონისძიების მართვის გამოცდილება დაუგროვდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.