fbpx

Facebook-მა ხელახალი წმენდის შედეგად ასობით ყალბი ქართული გვერდი გააუქმა


გააზიარე სტატია

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ “ფეისბუკმა” მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყალბი გვერდები და მათთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა.

რუსეთიდან, ირანიდან, აშშ-დან, მავრიტანიიდან და მიანმარიდან ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ რესურსებთან ერთად, “ფეისბუკის” ანგარიში მოიხსენიებს ქართულ წყაროებსაც, რომლებიც აპრილში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაუქმდა.

ესენია:

1. “ქართული ოცნების” მხარდამჭერი – 511 გვერდი, 101 ფეისბუკ ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამის ანგარიში, რომლებიც “ფეისბუკმა” მედია ორგანიზაცია “ესპერსონას” ქსელს დაუკავშირა. “ფეისბუკის” ინფორმაციით, “ესპერსონასთან” დაკავშირებული რესურსები ეჭვმიტანილი არიან “კოორდინირებულ არააუთენტურ მოქმედებაში”, რომლებიც საჯაროდ გამოავლინა “ფაქტების გადამმოწმებელმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ”.

გასული წლის ბოლოს “მითების დეტექტორის” გავრცელებული ინფორმაციით, მედია-ორგანიზაცია “ესპერსონა” კავშირშია კოკა ყანდიაშვილთან და სოციალურ ქსელებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერ საქმიანობას ეწევა.

2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი – 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ-ანგარიში, რომლებიც მონიტორინგმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირა. აღნიშნული რესურსები ასევე ეჭვმიტანილი არიან “კოორდინირებულ არააუთენტურ მოქმედებაში”. “ფეისბუკის” შეფასებაზე ამ შემთხვევაში გავლენა იქონია ადგილობრივმა საჯარო საჩივრებმა.

 

“ფეისბუკის” მთლიანი ანგარიში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.

1,261 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.