fbpx

კულინარიულ ფოტორეცეპტი: პესტოს სოუსი ნუცი ხუნწარიასგან


გააზიარე სტატია

At.ge-ს რუბრიკაში “კულინარიული ფოტორეცეპტები” წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს იზოლაციიდან. Bon appetit!

გთავაზობთ სახლში დამზადებულ პესტოს სოუსს ნუცი ხუნწარიასგან, რომელიც შეგიძლით გამოიყენოთ როგორც პასტისთვის, ასევე გემრიელი ბრუსკეტების მოსამზადებლად.

 

  • ოხრახუში (წესით, Basil უნდა, თუმცა რადგან იშვიათად იშოვება, შეგვიძლია ოხრახუშით შევცვალოთ) – 80 გ.
  • ნუში ან ნიგოზი (უკეთესი იქნება Pine nuts) – 50 გ.
  • ყველი პარმეზანი – 50 გ.
  • ზეითუნის ზეთი – 130 გ.
  • ნიორი – 2 კბ.

ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ ცოტა წყალთან ერთად, ზეთი ნელ-ნელა დავუმატოთ.

პასტას რომ მოვხარშავთ, ერთი ჭიქა წყალი შევინახოთ (პესტო რომ პასტას კარგად შეერიოს და  წვნიანი გამოვიდეს)

  • პასტა 55 გ. + პესტო 3 ს/კ + 0.5 ჭიქა წყალი

გემრიელად მიირთვით!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.