fbpx

კარანტინის შემდეგ სიცილია ტურისტის ფრენის ნახევარსა და სასტუმროს ხარჯებს აანაზღაურებს


გააზიარე სტატია



ავტორი: საშა ბრეიდი


იტალიის კუნძული სიცილია მიზნად ისახავს ტურისტების მოზიდვას, როდესაც უსაფრთხო სიტუაცია იქნება, ამას კი ფრენის ხარჯების ნახევრის ანაზღაურებითა და გარკვეული საცხოვრებლისა და კულტურული საქმიანობის ხარჯების დაფარვით აპირებს.

რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ტურისტებს სასტუმროში გატარებული ყოველი 3 დღიდან 1 დღე აუნაზღაურდებათ, გამოყოფილი ბიუჯეტი კი ჯამში 50 მილიონი ევროა. 

The Times-ის თანახმად, მთავრობა ტურისტებს კულტურული და ტრადიციული  აქტივობებისთვის ვაუჩერებით უზრუნველყოფს, რომლებიც საზღვრების გახსნის შემდეგ  ტურიზმის ოფიციალურ საიტზე იქნება ხელმისაწვდომი.

10 მარტს სიცილიაში საზღვრები ჩაიკეტა და კუნძულმა უკვე 1 მილიარდი დოლარი დაკარგა ტურიზმიდან.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი სტრატეგია ამ ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებაში მაინც დაეხმარებათ. იტალია კარანტინის მეორე ფაზაშია, 4 მაისიდან კი გარკვეული შეზღუდვები გაუქმდა, მაგალითად, გაიხსნა პარკები და რესტორნები. მიუხედავად ამისა, მთავარი მოწოდება კვლავ სახლში დარჩენაა. 18 მაისისთვის გაიხსნება რიგი საცალო ვაჭრობები, მუზეუმები, კულტურული ადგილები და ბიბლიოთეკები. ამასთან, იტალიის ოფიციალურმა პირებმა ჯერ არ იციან, როდის განახლდება ტურიზმი.

იტალიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა დარიო ფრანჩესინიმ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში შესაძლებელია მხოლოდ შიდა ტურიზმის ამოქმედება.

”ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ შიდა ტურიზმში, რადგან ეს ზაფხული იტალიის ფარგლებში არდადეგებისთვის იქნება”, – განაცხადა მან. ამის მოსამზადებლად ისინი ეძებენ პლაჟების უსაფრთხოდ გახსნის გზებს, სოციალური დისტანციის ნორმების დაცვით. შეიძლება დაინერგოს გემბანის სკამების დაჯავშნის სავალდებულო სისტემა, ხოლო ზოგიერთმა პლაჟმა შესაძლოა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის დროის ინტერვალებიც განსაზღვროს, რათა ყველაზე მეტად რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები დაიცვან.  

 

ორიგინალი: https://www.lonelyplanet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.