fbpx

“უარყოფითი რიცხვების” წარმატება, ტაიკა ვაიტიტი და Star Wars – კინოამბები


გააზიარე სტატია


 

“უარყოფითი რიცხვები” სამხრეთ კორეული კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმი, რეჟისორ უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” სამხრეთ კორეული კინოფესტივალის, Pyeongchang International Peace Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია. 

ბერიას ფილმთან ერთად მთავარ კონკურსში სულ 8 სურათი  მონაწილეობს, მათ შორის არის მექსიკური, კორეული, იტალიური და ირანული კინოსურათები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს 8 კინოსურათი 250-ზე მეტი კონკურსანტიდან შეირჩა. 

კინოფესტივალი მეორედ ტარდება, გამარჯვებულ ფილმს კი პრიზის სახით $16 ათასი ერგება. 

გარდა იმისა, რომ “უარყოფითი რიცხვები” პიონჩანგის მშვიდობის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი, ფილმის გერმანული პრემიერა ვისბადენში, საერთაშორისო კინოფესტივალზე goEest შედგება. ფილმის ჩვენება ფესტივალის მთავარ კონკურსში 14 ნოემბერს გაიმართება.

ტაიკა ვაიტიტი Star Wars-ის ახალ ეპიზოდს გადაიღებს

 

Jojo Rabbit-ის ოსკარის მფლობელი რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი ვარსკვლავური ომების ახალი ეპიზოდის გადასაღებად ემზადება. 

ჭორები იმის შესახებ, რომ სწორედ ვაიტიტი იქნებოდა კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმის ახალი რეჟისორი, თავად Lucasfilm-მა გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ ტაიკა პროექტზე 1917-ის სცენარისტთან, კრისტი უილსონ-კერნსთან ერთად იმუშავებს, ამ არაჩვეულებრივ დუეტთან ერთად იქნება  ასევე ემის ნომინანტი სცენარისტი ჰედლენდი. 

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება Star Wars-ის ახალ ეპიზოდზე მუშაობა, თუმცა როგორც ამბობენ, ახალმა გუნდმა ონლაინ კონსულტაციები უკვე დაიწყო. 

 

 

 

ჰერკულესი – დისნეი მორიგი ეკრანიზაციისთვის ემზადება

თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წლებში დისნეიმ არაერთი ძველი ანიმაციური ფილმის ახალი, მხატვრული ვერსიები გადაიღო, მათი შემოსავალი კი უზარმაზარი იყო, გასაკვირი არ იქნება, როცა გაიგებთ, რომ კინოსტუდია ახალი ეკრანიზაციის გადაღებას გეგმავს. 

მაყურებელთან შესახვედრად ამჯერად ჰერკულესი ემზადება, ახალი ფილმის შექმნაში კი ძმები რუსოები მიიღებენ მონაწილეობას. 

ჰერკულესი ეკრანზე პირველად 1997 წელს გამოვიდა და დისნეის $250-მილიონიანი შემოსავლის გარდა ოსკარის ნომინაციაც მოუტანა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.