fbpx

როგორ ავირიდოთ “სტრესული კვება” თვითიზოლაციის დროს


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ


 

ავტორი: თამარ ბენდელიანი

COVID-19-ის პანდემიის დროს ჩვენ ყველა ერთ ჭერქვეშ არა, თუმცა სხვადასხვა კედლებში და საკუთარ სახლებში დავრჩით, რადგან სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა ავტომატურად გულისხმობს ეპიდემიის გავრცელების შემცირებას. 

სახლში დარჩენა იმაზე მეტ თავისუფალ დროს ნიშნავს, ვიდრე აქამდე გვქონია. სტრესული ფიქრების, ნეგატიური ინფორმაციების შემდეგ შესაძლებელია ჩვევად და ავტომატურ რეაქციად იქცეს საკვების მიღება, სასუსნავებით არასასიამოვნო ემოციების გაფანტვა. ამ, ერთი შეხედვით, ადვილად დასათმობმა ჩვევამ კი შესაძლებელია სამომავლოდ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ე.წ. სტრესული კვება ხშირად იწვევს სირცხვილის და სინანულის შეგრძნებას, უარყოფითად აისახება წონაზე, ჭარბწონიანობა კი უამრავ თანმხლებ დაავადებებს გულისხმობს. 

ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია, თუ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდებით და სასარგებლო ინფორმაციას მივიღებთ. მაშ ასე, როგორ გავუმკლავდეთ “სტრესულ კვებას”:

1. ვიცოდეთ “უხილავი მტრის” ვინაობა!

დააკვირდით რა დროს გინდებათ ყველაზე მეტად საკვების მიღება და დაუსვით თქვენს თავს მნიშვნელოვანი კითხვა – ნამდვილად მშია? – რადგან შიმშილის გრძნობა ფიზიკურად ადვილად გამოვლინდება, მაგ., თავის ტკივილის შეგრძნებით და სისუსტით.  ამასთან, თუ ბოლო კვებიდან 4 საათი მაინც არის გასული, ე.ი. ნამდვილად გშიათ. თუ მხოლოდ 2 საათზე ნაკლებია გასული, სწორედ აქ არის ჩასაფრებული “უხილავი მტერი”. 

“უხილავ მტერს” ადვილად შეუძლია თქვენს ემოციებზე თამაში, მოგაჩვენებთ თავს, რომ მოწყენილობას და ნეგატიურ ფიქრებს აუცილებლად გაგიფანტავთ მაინცდამაინც ის შოკოლადის ფილა, რომელსაც უამრავი თხილი აქვს, თუ მიირთმევთ, აუცილებლად უკეთ იქნებით, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ასე არ არის. დაათვალიერეთ სხვადასხვა ჟურნალები, ონლაინ გამოცემები, სცადეთ მედიტაცია – სულ რამდენიმე წუთიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს უარყოფითი ფიქრების გასაფანტად.

2. ვარჯიში და კარგად გამოძინება განსაკუთრებულად დადებითად აისახება ემოციების დინამიკაზე.

იმისთვის, რომ ნაყოფიერად გამოიძინოთ, აუცილებელია ფიზიკურად დაიღალოთ დღის განმავლობაში. სცადეთ ყოველდღიურად რამდენიმე სახის სხვადასხვა ვარჯიში, მიღწეული შედეგით და საკუთარი თავით იამაყებთ. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ქართველი ტანმოვარჯიშის, ქეთი ხატიაშვილის ვიდეოებს, რომლის საშუალებითაც სახლშიც შეძლებთ ივარჯიშოთ და განიტვირთოთ:

 

 

View this post on Instagram

 

მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი💥

A post shared by Keti 💫 (@ketevan_khatiashvili) on

 

 

 

View this post on Instagram

 

#კარანტინი2020 #დარჩისახლში #stayhome #homeworkout #ივარჯიშესახლში

A post shared by Keti 💫 (@ketevan_khatiashvili) on

 

 

3. რჩევის, წახალისების და უბრალოდ, გვერდით დგომის თხოვნა არ ნიშნავს სისუსტეს

ზოგჯერ რაღაცებს მარტო ვერ ვუმკლავდებით, თან როდესაც ჩამოთვლილ აქტივობებს მეგობართან, ოჯახის წევრთან, საყვარელ ადამიანთან ან შინაურ ცხოველთან ერთად ვაკეთებთ, უფრო ნაყოფიერია, უფრო ხალისიანი და გაცილებით ეფექტიანი, ვიდრე ეს თავად წარმოგიდგენიათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.