ჩიკაგოელმა მხატვარმა საგზაო ორმოები პანდემიისთვის აქტუალური მოზაიკებით მოხატა
ავტორი: გრეის ებერტი
ჩიკაგოში ერთ-ერთი მძღოლი ცოტათი ააღელვა ჯიმ ბეიქორის ძღვენმა, რომელიც ხელოვანმა პანდემიასთან გამკლავებაში ჰაერივით საჭირო ნივთებს მიუძღვნა. ჩიკაგოში მცხოვრებმა მხატვარმა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში გზებზე არსებული ორმოები Covid-19-ის შესახებ თემატური მოზაიკით დაფარა.
ერთ-ერთმა აღელვებულმა მძღოლმა Old Style-ის ქილას გაშრობამდე მანქანით გადაუარა, რამაც ნამუშევარი ოდნავ დააზიანა. თუმცა სხვა ადგილებში ტუალეტის ქაღალდის რულონისა და ხელის სადეზინფექციო სითხის მოზაიკები პირვანდელი სახით შენარჩუნდა. მეოთხე მოზაიკაზე მხატვარმა ადგილობრივი საზოგადოების პატივისცემის ნიშნად ჩიკაგოს დროშიდან წითელი ვარსკვლავი გამოსახა.
ხელოვანი Colossal-თან საუბარში აღნიშნავს, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც თავის საჯარო პროექტებზე დაიწყო მუშაობა, მიხვდა, რომ გზებზე არსებული ორმოები საზოგადოებისთვის გამაერთიანებელი იყო. ”მდიდარს, ღარიბს, ახალგაზრდას, მოხუცს, მაღალს, დაბალს – ყველას სძულს ორმოები – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის”. ბეიქორი ორმოებს ”გადაუჭრელ პრობლემას” უწოდებს. “სინამდვილეში, თანავუგრძნობ ქალაქის მთავრობას, რადგან ამ სიტუაციაში არავინაა მოგებული. ხალხი ვარაუდობს, რომ ჩემი ნამუშევარი პოლიტიკური განცხადებაა, მაგრამ ეს ასე არ არის”.
ეს ნამუშევრები მხატვრის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა იგი გეგმავს სერიის გაგრძელებას და აფასებს მის საჯაროობას. ორმოებზე შექმნილი ხელოვნება მეხმარება კავშირი მქონდეს იმ ხალხთან, რომლებსაც მოსწონს ჩემი მხატვრობა, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ ორიგინალ ნამუშევრებსა და პრინტზე. ეს მოზაიკები, ბილბორდების მსგავსად, 24-7-ზე მუშაობს. ბეიქორი ასევე აღნიშნავს, რომ შეძლებულ უბნებში გზებიც კეთილმოწყობილია. სახალისო კონცეფციები მქონდა ქალაქის განვითარებული ნაწილისთვის, მაგრამ იქ ორმოები საერთოდ არ დამხვდა”, – აღნიშნავს მხატვარი.
ბეიქორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ უფრო მეტი მის ინსტაგრამის გვერდზე შეგიძლიათ შეიტყოთ.
ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/