კულინარიული ფოტორეცეპტები: ირუ ხუნდაძის სახლში დამზადებული Smashed Burger
გააზიარე სტატია
At.ge-ს რუბრიკაში “კულინარიული ფოტორეცეპტები” წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს იზოლაციიდან. Bon appetit!
დღეს გთავაზობთ ირუ ხუნდაძის სახლში დამზადებული Smashed Burger-ის რეცეპტს. მოცემული ინგრედიენტების გათვალისწინებით პორცია ორი ადამიანისთვისაა გათვლილი
პირველი ნაწილი, ინგრედიენტები
- ბურგერის პური
- ამერიკული ან ყველი ჩედარის ფირფიტები
- მარილი და შავი პილპილი, წითელი ცხარე წიწაკა
- 1 კბილი ნიორი
- 1 თავი ხახვი
- კეტჩუპი
- მაიონეზი
- მდოგვი
- ძმარი
- ლაიმი
- საქონლის ხორცის ფარში 200გ
- სალათის ფურცლები
- პამიდორი
მეორე ნაწილი – ინგრედიენტების მომზადება და ბურგერის აწყობა
- დაჭერით პამიდორი და სალათის ფურცლები გრძელ ნაჭრებად
- სოუსისთვის– წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ კარაქში
- შემდეგ აიღეთ 2 კოვზი კეტჩუპი და მაიონეზი, 1 კოვზი ძმარი, 1 კოვზი ლაიმის წვენი, 1 კოვზი მდოგვი, ნახევარი კბილი ნიორი, დაუმატეთ მოთუშული ხახვი და ცხარე წიწაკა, შავი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით და კარგად აურიეთ.
- აწონეთ ფარში, რომ თითო ბურგერის ხორცი დაახლოებით 70გ იყოს და მოაყარეთ ზემოდან მარილი
- გააცხელეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე
- დადეთ ბურგერისთვის მომზადებული ფარში ტაფაზე და რომ გაყავისფრდება ამოატრიალეთ და დაადეთ ყველის ფირფიტები, სანამ მეორე მხრიდანაც არ გაყავისფრდება
- გადმოიღეთ ხორცი და პურს ნაზად წაუსვით სოუსი
- ბურგერის პურის ქვედა მხარეს წაუსვით სოუსი, დადეთ ხორცი და ყველი, შემდეგ პამიდორი და სალათის ფურცლები, ბურგერის პურის ზედა ნაწილსაც წაუსვით სოუსი და დაახურეთ თავი
გემრიელად მიირთვით!