fbpx

კულინარიული ფოტორეცეპტები: ირუ ხუნდაძის სახლში დამზადებული Smashed Burger


გააზიარე სტატია

At.ge-ს რუბრიკაში “კულინარიული ფოტორეცეპტები” წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს იზოლაციიდან. Bon appetit!

დღეს გთავაზობთ ირუ ხუნდაძის სახლში დამზადებული Smashed Burger-ის რეცეპტს. მოცემული ინგრედიენტების გათვალისწინებით პორცია ორი ადამიანისთვისაა გათვლილი

 

პირველი ნაწილი, ინგრედიენტები

  • ბურგერის პური 
  • ამერიკული ან ყველი ჩედარის ფირფიტები
  • მარილი და შავი პილპილი, წითელი ცხარე წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • კეტჩუპი
  • მაიონეზი
  • მდოგვი
  • ძმარი
  • ლაიმი
  • საქონლის ხორცის ფარში 200გ
  • სალათის ფურცლები
  • პამიდორი 

 

მეორე ნაწილი –  ინგრედიენტების მომზადება და ბურგერის აწყობა

  • დაჭერით პამიდორი და სალათის ფურცლები გრძელ ნაჭრებად 
  • სოუსისთვისწვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ კარაქში
  • შემდეგ აიღეთ 2 კოვზი კეტჩუპი და მაიონეზი, 1 კოვზი ძმარი, 1 კოვზი ლაიმის წვენი, 1 კოვზი მდოგვი, ნახევარი კბილი ნიორი, დაუმატეთ მოთუშული ხახვი და  ცხარე წიწაკა, შავი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით და კარგად აურიეთ.
  • აწონეთ ფარში, რომ თითო ბურგერის ხორცი დაახლოებით 70გ იყოს და მოაყარეთ ზემოდან მარილი 
  • გააცხელეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე
  • დადეთ ბურგერისთვის მომზადებული ფარში ტაფაზე და რომ გაყავისფრდება ამოატრიალეთ და დაადეთ ყველის ფირფიტები, სანამ მეორე მხრიდანაც არ გაყავისფრდება
  • გადმოიღეთ ხორცი და პურს ნაზად წაუსვით სოუსი
  • ბურგერის პურის ქვედა მხარეს წაუსვით სოუსი, დადეთ ხორცი და ყველი, შემდეგ პამიდორი და სალათის ფურცლები, ბურგერის პურის ზედა ნაწილსაც წაუსვით სოუსი და დაახურეთ თავი

გემრიელად მიირთვით!

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.