ბრიტანული ჯანდაცვის მხარდასაჭერად Stiker Archive საქველმოქმედო სტიკერებს ყიდის
Sticker Archive-ს წინაპირობა მარტივია: გააერთიანოს სტიკერების ყველაზე დიდი ციფრული არქივი მსოფლიოში. ახლა კი მათ უფრო დიდი მიზანი აქვთ, პროექტი – Stick Together for NHS.
დღეიდან სტიკერების პაკეტის შეძენა მათი ვებსაიტიდან შეგიძლიათ, მთლიანი მოგება კი NHS-ში (დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი) დასაქმებულებსა და საქველმოქმედო ფონდის მოხალისეებს მოხმარდებათ.
შეფუთვაში თქვენ იხილავთ Aries Arise-ს, Cali Thornhill DeWitt-ის, Fergadelic-ის, i-D-ისა და სხვების მიერ შექმნილ სტიკერებს, რომლებიც კურატორმა და მწერალმა ფრანჩესკა გავინიმ ერთიანად შეკრა.
“სტიკერები ნიშანივითაა – ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო იმისა, რისაც თქვენც გჯერათ”, – ნათქვამია არქივის ხელმძღვანელის, ალექს პაისის განცხადებაში.
“გვინდოდა, ეს კარგი მიზნით გამოგვეყენებინა NHS-თვის, რადგან ისინი COVID-19-ს ყველა ჩვენგანისთვის ებრძვიან, ამ გზით კი ერთდროულად გამოვიმუშავებთ თანხას და გამოვხატავთ მადლიერებას”.
მსურველებს სტიკერების ნახვა ამ ვებგვერდზე შეუძლიათ: www.stickerarchive.com
10-ცალიანი შეფუთვა £15 ღირს.
ორიგინალი: https://i-d.vice.com/