fbpx

ბრიტანული ჯანდაცვის მხარდასაჭერად Stiker Archive საქველმოქმედო სტიკერებს ყიდის


გააზიარე სტატია


Sticker Archive-ს წინაპირობა მარტივია: გააერთიანოს სტიკერების ყველაზე დიდი ციფრული არქივი მსოფლიოში. ახლა კი მათ უფრო დიდი მიზანი აქვთ, პროექტი – Stick Together for NHS. 

დღეიდან სტიკერების პაკეტის შეძენა მათი ვებსაიტიდან შეგიძლიათ, მთლიანი მოგება კი NHS-ში (დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი) დასაქმებულებსა და საქველმოქმედო ფონდის მოხალისეებს მოხმარდებათ. 

შეფუთვაში თქვენ იხილავთ  Aries Arise-ს, Cali Thornhill DeWitt-ის, Fergadelic-ის, i-D-ისა და სხვების მიერ შექმნილ სტიკერებს, რომლებიც კურატორმა და მწერალმა ფრანჩესკა გავინიმ ერთიანად შეკრა. 

“სტიკერები ნიშანივითაა – ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო იმისა, რისაც თქვენც გჯერათ”, – ნათქვამია არქივის ხელმძღვანელის, ალექს პაისის განცხადებაში. 

“გვინდოდა, ეს კარგი მიზნით გამოგვეყენებინა NHS-თვის, რადგან ისინი COVID-19-ს ყველა ჩვენგანისთვის ებრძვიან, ამ გზით კი ერთდროულად გამოვიმუშავებთ თანხას და გამოვხატავთ მადლიერებას”.

მსურველებს სტიკერების ნახვა ამ ვებგვერდზე შეუძლიათ: www.stickerarchive.com 

10-ცალიანი შეფუთვა £15 ღირს.

ორიგინალი: https://i-d.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.