fbpx

2020 წლის საუკეთესო არქიტექტურის ფოტოები – ფოტოკონკურსი AGORA


გააზიარე სტატია



ავტორი: Jessica Stewart

 

 

“ოქროს ხიდი” ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს, მისი საერთო სიგრძე კი 148,6 მეტრია. არქიტექტურის ეს შთამბეჭდავი ნამუშევარი ორ გიგანტურ ბეტონის ხელს (“ღმერთის ხელებს”) უჭირავს.


Agora-ს ფოტოკონკურსში ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან უნიკალური არქიტექტურის საუკეთესო კადრები უნდა გაეზიარებინათ. საბოლოოდ, მთავარი პრიზის მფლობელი ტრან ტუან ვიეტი გახდა ვიეტნამის ოქროს ხიდის ფოტოსთვის.

ოქროს ხიდი, რომელიც დანანგში, ბა ნას მთიანეთში მდებარეობს, ჰაერში გიგანტური ბეტონის ხელებითაა აწეული. ვიეტნამელი ფოტოგრაფის სურათი საჰაერო ხედიდან საუკეთესოდ წარმოაჩენს ზღვის დონიდან თითქმის 4600 ფუტზე მდებარე ნაგებობის სულისკვეთებას.  სწორედ ეს შესანიშნავი ფოტოა კონკურსის  – არქიტექტურა 2020-ის  გამარჯვებული.

“შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკურსი სპექტაკლია იმ სილამაზის შესახებ, რომელსაც განათებასა და მოცულობას შორის ურთიერთქმედება იწვევს. ეს არის კონტრასტი ქაოსსა და წესრიგს, ბუნებრივსა და ხელოვნურს, მატერიასა და სიცარიელეს შორის. ელემენტარული ნაწილაკები, რომლებიც ხელშესახებ მოცულობას ქმნიან,  მსოფლიოს შესანიშნავი ფოტოგრაფების მიერ არის აღბეჭდილი”, – აცხადებს ოქტავიო როიო, “აგორას” აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან – პაკისტანსა და ინდონეზიამდე – არქიტექტურის საერთაშორისო  ხედვა  ადამიანის სულის  შემოქმედებით პოტენციალს წარმოაჩენს. 50 საუკეთესო ფინალისტიდან თითოეულმა არქიტექტურის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება წარმოადგინა, გადაიღო როგორც ყველასთვის ცნობილი, ასევე უცნობი შენობები, რომლებიც ჩვენს სამყაროს სრულყოფენ.

“აგორას” ყოველკვირეული ფოტოკონკურსი ნამდვილად დემოკრატიულია, რამდენადაც მოყვარულებსაც და პროფესიონალებსაც საშუალება აქვთ წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები და ასევე, ხმა მისცენ მათგან საუკეთესოს. თუ კონკურსში მონაწილეობა გსურთ, ჩამოტვირთეთ უფასო აპლიკაცია და გააზიარეთ თქვენი ფოტოები.

#Architecture2020 წარმოგვიდგენს მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის ფოტოგრაფიას.


“ყოველდღე ტაძრის მახლობლად მცხოვრები ხალხი თაყვანს სცემს ბუდას ქანდაკებას. ფოტოს გადაღება რთული დასაგეგმი იყო, რადგან მზე ამ კუთხით ქანდაკებას ძალიან ცოტა ხნით ანათებს”.

 

“ცნობისმოყვარეობა და გაოცება – ეს მთავარი ემოციები იყო, რომელთა გამოწვევაც ჰონგ კონგის უნიკალური არქიტექტურით მსურდა.

 

 

 

“მინდოდა მაღლა ასვლა და უნიკალური არქიტექტურის განსხვავებული კუთხით გადაღება. ეს არის სილამაზე, რომლის წარმოდგენაც ქუჩიდან ძალიან ძნელია. ფოტო დილით ადრე გადავიღე, როცა  ჯადოსნური ქალაქი განთიადის შთამბეჭდავმა შუქმა დაიპყრო.  გადაღების წინა დღეები მოღრუბლული იყო, ამიტომ გამოდარებას დაველოდე, რათა შენობებზე განათების ამბორი დამეფიქსირებინა.”


“მშვენიერი ამინდი იყო – ცისფერი და  ნათელი ცა ფანჯრებში ირეკლებოდა. ამ ფონზე განსხვავებული მხოლოდ შენობის ჟანგი იყო. როდესაც ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რომ კონტრასტი შთამბეჭდავი იქნებოდა და ეს ფოტო გადავიღე.”

”მდინარეზე მოტივტივე რესტორანი ზემოდან აღმაფრთოვანებელი სანახაობაა.”

“მინდოდა პეტრეს სასახლის საოცარი არქიტექტურის Inception ტექნიკით გადაღება. ამ შემთხვევაში ერთ გამოსახულებაში ცხრა ფოტოა გაერთიანებული”.

“ძალიან მიყვარს არქიტექტურა, ამიტომ მოგზაურობის დროს რამდენიმე თანამედროვე შენობის გადაღება მინდოდა. “სატურნის ხიდმა” ყველაზე მეტად მიიპყრო ჩემი ყურადღება. მიყვარს მისი ხაზები და მრუდები, მინდოდა მაქსიმალურად გამომეჩინა ფორმები და სურათი ქვემოდან გადავიღე. იმ დღეს რამდენიმე საათი გავატარე ამ ადგილას და აღმოვაჩინე, რომ იქ ყოფნა ძალიან შთამაგონებელი იყო.”

 

36 მეტრი სიმაღლის სპირალური ქანდაკების სტრუქტურა უკიდურესად მსუბუქი და ამავე დროს მკაცრია. ჯერი იუდას ქანდაკება შარჟას იუნესკოს მიერ წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დანიშვნას უკავშირდება.

“ჰამბურგში ორი დღის განმავლობაში ვიყავი და დროს ქალაქის ულამაზეს კიბეებზე ფოტოების გადაღებაში ვატარებდი. მომწონს აბსტრაქტული სურათები, როცა მაშინვე ვერ ხვდები, თუ რა არის აღბეჭდილი ფოტოზე. 

ხელები ცივი ქარის გამო გამეყინა, მაგრამ ასეთი მზის ჩასვლის სანახავად ღირდა. ამ ციხის არქიტექტურა განსაცვიფრებელია, მან ჩემი ბავშვობა და უოლტ დისნეი გამახსენა. როდესაც მოვინახულე, იქ  უამრავი ბავშვი იმყოფებოდა, ახლაც მახსოვს მათ სახეებზე აღბეჭდილი სიხარული, როცა ამ ლამაზ ციხეს ხედავდნენ”. 

“ფოტო გადაღებულია ბუდას ტაძრის უკან მდებარე შენობიდან. მინდოდა ღვთისმსახურების ადგილსა და სინგაპურის თანამედროვე უბანს შორის არსებული კონტრასტი მეჩვენებინა”.

ფოტოების გადაღებისას მიყვარს პერსპექტივის შეცვლა. ასე რომ, ძიება შესანიშნავი საქმეა! ადრე მინახავს ამ ადგილიდან გადაღებული რამდენიმე კადრი, მაგრამ ზუსტად არასდროს ვიცოდი, სად იყო და უამრავ ადამიანს ვკითხე”.

“მინდოდა ასეთ მარტოხელა ადგილას ყოფნის სიმშვიდე გამომეცადა. ცხოვრების ამჟამინდელ მღელვარე რიტმში მნიშვნელოვანია დრო დუმილზე დახარჯოთ, გაჯეტებისა და სოციალური ქსელების გარეშე. ამ ფოტოების გადაღების დღეს აღმოვაჩინე, რომ ბოლოს და ბოლოს, მამა გავხდებოდი!”

“მინდოდა რკინის შენობის განსაკუთრებული არქიტექტურის ფართო კუთხის ლინზების გამოყენებით და ძალიან დაბალი პერსპექტივით გადამეღო. NYC –  ნიუ-იორკის დატვირთული ქუჩების ტროტუარზე ყოფნა ძალიან სტრესული იყო, ამიტომ გადაადგილებისას კამერის ჩანთის დახურვა დამავიწყდა და ჩემი ფოტოაპარატი ასფალტზე დაეცა. ეს სურათი დაახლოებით 1200 დოლარი დამიჯდა, რომელიც ლინზის შესაკეთებლად გადავიხადე!

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.