საბკულტურა – ჯგუფი, რომელიც მკითხველებს, გამომცემლებსა და მწერლებს აერთიანებს
თვითიზოლაცია — ეს სიტყვა ბოლო ორი თვის განმავლობაში ალბათ ყველაზე ხშირად გვესმის. რა მოგვცა სახლიდან გასვლის უპერსპექტივობამ და წლების განმავლობაში ნაჩვევი ჩვევების დავიწყებამ? ალბათ ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხი გვაქვს: ზოგიერთებმა ახალი უცხო ენის შესწავლა დაიწყეს, ზოგიერთებმა ვარჯიში და ჯანსაღი კვება, არსებობენ ისეთებიც ვისაც დიდი ხნის ნანატრი დილის ტკბილ ძილზე ოცნება აუხდათ, თუმცა ადამიანების დიდ ნაწილს საჭირო დრო გამოუჩნდათ საყვარელი წიგნების წასაკითხად, ახალი ავტორებისა და ნაწარმოებების აღმოსაჩენად და შემდეგ ამაზე სასაუბროდ.
ასეთ დროს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის, რადგან ის დროებით გვამოგზაურებს უცხო სამყაროში, გვაცხოვრებს სხვა ადამიანების ცხოვრებით, ისტორიებით და მათი თვალით ვცდილობთ სამყაროს დანახვას. ეს პროცესი რამდენადაც საინტერესოა, იმდენადვე სასარგებლოა ადამიანის სულიერი და მენტალური მდგომარეობისთვის.
დღეს საყვარელი წიგნების წაკითხვა კიდევ უფრო მარტივია, რაც საბას დამსახურებაა. ლიტერატურული პრემია საბას კვალდაკვალ შექმნილი ელექტრონული წიგნების სახლის მიზანი დაარსების დღიდან, ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობის ფარგლებში, ქართულ სივრცეში ტექნოლოგიური სიახლის, ელექტრონული წიგნის შემოტანა იყო, რაც დასავლეთში დიდი ხნით ადრე დამკვიდრდა და რამაც ადამიანები კიდევ უფრო დააახლოვა წიგნებთან, მათთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახადა როგორც ტექსტებთან წვდომა, ასევე წიგნის კითხვის, შენახვისა თუ ტრანსპორტირების პროცესი.
“ელექტრონულ წიგნებს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა. მსუბუქი და ხელმისაწვდომია, რაც კითხვის პროცესს უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის განსაკუთრებით მგზავრობისას, მოგზაურობისას, რიგში დგომისას. ასევე, გადაწყვეტ თუ არა კითხვის დაწყებას, ერთ წუთში შესაძლებელია წიგნი აღმოჩნდეს შენს ბიბლიოთეკაში.
გარდა ამისა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია საბას 6000-ზე მეტი წიგნზე გქონდეს წვდომა, რაც დიდი შვებაა ემიგრანტებისთვის“. – ამბობს ირინა ჯავახაძე, “საბას” დირექტორი.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი “საბკულტურა”, რომლის მიზანია მსგავსი ინტერესებისა და ფილოსოფიის მქონე ადამიანების გაერთიანება. მათ, ვისაც უყვართ კითხვა.
“საბკულტურა — ეს არის ლიტერატურული მოძრაობა, რომელიც ქმნის აქტივობებს ადამიანებისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს. სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში ზაფხულში მკითხველებს შევთავაზეთ განახლებული აპლიკაცია SABA Reader, რომელიც წიგნის მოყვარულებს კითხვის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. აპლიკაციასთან ერთად ხელმისაწვდომი გახდა გამოწერის, ე.წ. ბიბლიოთეკით სარგებლობის მოდელიც – წვდომა 6000-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნზე, ლექციასა და პოდკასტზე.
ლიტერატურა გაზიარების გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი საბკულტურა, ეს არის სივრცე მკითხველებისთვის, გამომცემლებისთვის, მწერლებისთვის და ლიტერატორებისთვის. ჯგუფი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც ლიტერატურაზე საუბარი, წიგნებზე შთაბეჭდილებების გაზიარება, რეკომენდაციების მიღება და ლიტერატურულ დიალოგებში მონაწილეობა სურთ“. – ამბობს საბას დირექტორი, ირინა ჯავახაძე.
საბკულტურის ჯგუფში შეგიძლიათ მოუსმინოთ არაერთ მწერალს, ლიტერატორსა და გამომცემელს, გაეცნოთ ლიტერატურაში მიმდინარე სიახლეებს, წაიკითხოთ ბლოგები და ჩაერთოთ ცოცხალ დისკუსიებში.
ამ სივრცემ უკვე უმასპინძლა რატი ამაღლობელს, ანა კორძაია-სამადაშვილს, გიორგი კეკელიძეს, გიგა ზედანიას, ლევან გიგინეიშვილს, თამთა მელაშვილს, ლევან ბერძენიშვილის და სხვებს.
„საბას აქტიური მკითხველი ჯერ კიდევ მანამდე გავხდი, სანამ ტელეფონი და ტელეფონში აპლიკაცია მექნებოდა – კომპიუტერში ვკითხულობდი ხოლმე საიტზე. მაგრამ აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა ელექტრონული წიგნების კითხვა მეტროში, გაჩერებაზე, ლექციებს შორის “ფანჯარაზე” და ა.შ. საბკულტურას რაც შეეხება, ეს არის სივრცე, სადაც ჩვეულებრივი მკითხველები, ლიტერატორები, გამომცემლები და სხვა წიგნის გულშემატკივრები ერთად იყრიან თავს, რათა ისაუბრონ იმაზე, რაც ყველას გვაერთიანებს – წიგნები და კითხვის სიყვარული. ამ რთულ დროში კი, როცა კითხვისთვისაც ბევრი დრო გვაქვს (კიდევ ერთხელ მადლობა საბას, უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომ ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოგვეყენებინა თვენახევრის განმავლობაში) და წიგნებზე სასაუბროდაც, ჯგუფმა ვირტუალურ სივრცეში მოგვცა ორივეს განხორციელების საშუალება. ამდენად, ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო ამ პერიოდში ჩატარებული ვიდეო ლექციები თუ სხვა აქტივობები და ვგონებ, კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში.“ – ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, სტუდენტი გიორგი მუზაშვილი.
ჯგუფში გასაწევრიანებლად ეწვიეთ ბმულს.
SABA Reader-ის გადმოსაწერად:
Android – http://tiny.cc/8jb9bz
iOS – http://tiny.cc/vob9bz




