იაპონური ილუსტრაციის ლეგენდა Amabie-მ პანდემიის დღეებში მეორე სიცოცხლე შეიძინა
ავტორი: Grace Ebert
იაპონურმა ლეგენდამ, რომელიც 1800-იანი წლებითაა დათარიღებული, სოციალურ მედიაში სულ ახლახან პანდემიის თავიდან აცილების მიზნით მეორე სიცოცხლე შეიძინა.
Amabie, სამფეხიანი სირინოზი ან კაცთევზა გრძელი თმითა და ნისკარტით, იაპონურ კულტურაში ზებუნებრივი მონსტრის ან სულის, იოკაის სახეობაა. მითურ თქმულებაში ნათქვამია, რომ ქერცლით დაფარული ქმნილება ზღვიდან ამოვიდა, რათა მოსავლის განადგურებისა და ეპიდემიური დაავადების შესაძლო გავრცელების შესახებ ეწინასწარმეტყველა.
ლეგენდის მიხედვით, ეპიდემიის დროს ადამიანებმა “ამაბი” უნდა დახატონ და ყველას გაუზიარონ, ვინც კი ავადაა.
კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ, ტვიტერი და ინსტაგრამი ილუსტრაციებით, გრაფიკული ნამუშევრებითა და იდუმალი ქმნილების შალის ფიგურებით გადაივსო.
ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/