მიდიების რეცეპტი Home Cooking Adventure-ის შემქმნელის, ნინო ჩხიკვიშვილისგან
გააზიარე სტატია
გთავაზობთ გამომცხვარი მიდიების რეცეპტს, ყველაზე პოპულარული კულინარიული ჯგუფის, Home cooking adventure-ს შემქმნელის, ნინო ჩხიკვიშვილისგან.
- დაგვჭირდება: ჩედარი, მწვანე ხახვი, ნიორი, ვორჩესტერის სოუსი, კარაქი, 700 გრ მიდიები.
- განსხვავება ისაა, რომ ეს მიდიები, რომელიც მე გავაკეთე, არის greenshell-ის, გახსნილი, თან კარგი ხარისხის, თან ნახევრად მოხარშული. ამიტომ აღარ სჭირდება მოხარშვა და პირდაპირ ღუმელში ვდებ. მიდიებს, რომლებსაც დახურული ნიჟარა აქვთ, დასჭირდება მოხარშვაც.
- ვრეცხავთ მიდიებს ცივ წყალში და ვდებთ (ვაყოვნებთ). ვჭრით წვრილად ნიორს (6-7 კბილს) და მწვანე ხახვს, 4-5 ძირს.
- ამასობაში ვადნობთ კარაქს; რომ გადნება, დავუმატებთ ნიორს და ერთი წუთი ვშუშავთ გამდნარ კარაქში, ცოტათი უნდა დაიბრაწოს.
- ჯამში ვდებთ 250 გრ. კრემ-ყველს, ვასხამთ ზემოდან კარაქს და ნიორს, ვურევთ კარგად, ვუმატებთ მწვანე ხახვს და ისევ ვურევთ.
- ვუმატებთ ერთ სუფრის კოვზ ვორჩესტერის სოუსს, ისევ კარგად ვურევთ, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს.
- ფოლგას ვდებთ ღუმლის ტაფაზე, ვაწყობთ მიდიებს და ვუსვამთ სოუსს, ზემოდან ვაყრით ჩედარს.
- ღუმელს წინასწარ ვაცხელებთ 180 გრადუსზე და ვაცხობთ 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!