fbpx

2 წელი კლუბებში სპეცრაზმის შეჭრიდან: ნახეთ ფილმი, რომელიც ამ მოვლენების მნიშვნელობაზე გვიყვება


გააზიარე სტატია

2 წლის წინ სპეცრაზმი თბილისის კლუბებში შეიჭრა, რასაც ახალგაზრდების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. რუსთაველის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა ცეკვითა და მუსიკით გაეპროტესტებინათ. 2 წლის შემდეგ ბასინმა განცხადება და ფილმი გაავრცელა, რომელსაც AT.ge-ც გთავაზობთ:

“2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმი შეიჭრა კლუბებში და იარაღი მიუშვირა უდანაშაულო მოცეკვავეებს და ამით კიდევ ერთი ტრავმა დაუმატა ომებისა და სამოქალაქო დაპირისპირებებისგან დაღლილ საზოგადოებას.

12 მაისის აქცია პარლამენტთან, სადაც ათასობით ადამიანმა თბილისის ქუჩები ცეკვით დაიკავა, სოლიდარობის უპრეცედენტო მანიფესტაცია იყო. “We Dance Together, We Fight Together” – ამ ლოზუნგმა გლობალური საკლუბო სცენა გააერთიანა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში პროტესტის ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი.

ცეკვა, როგორც ურთიერთკავშირისა და თვითგამოხატვის ფორმა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ფილმის ავტორები ერთის მხრივ ისტორიულ წარსულს მიმოიხილავენ ცეკვის უძველესი რიტუალებიდან – რევოლუციამდე; მეორეს მხრივ კი აღწერენ მოძალადე სისტემისა და დომინანტური კულტურის მიერ უარყოფილ თაობას.

“Dance or Die” საერთაშორისო გამოფენის Dance of Urgency – ის ნაწილია, რომელიც ავსტრიაში, ვენის სახელოვნებო ცენტრში, MQ – MuseumsQuartier Wien-ში გაიმართა არტისტისა და მკვლევარის, ბოგომირ დორინგერის კურატორიბით. გამოფენა იკვლევდა და წარადგენდა მსოფლიოში ცეკვის პოლიტიკურ მნიშვნელობას – დეტროიტიდან – ბერლინამდე, ლისაბონიდან – კიევამდე, ჰაიფადან – თბილისამდე”, – წერია განცხადებაში.

მთავარი ფოტო:  Saba Gorgodze / Calvert Journal


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.