fbpx

დღეს, 12 მაისს, ციფრული ხელოვნების ერთკვირიანი ღონისძიება not cancelled “east x south” გაიხსნა


გააზიარე სტატია

დღეს, 12 მაისს, ციფრული ხელოვნების ერთკვირიანი ღონისძიება – not cancelled “east x south” გაიხსნა, რომელიც  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 17 გალერეას მოიცავს, მათ შორის ისეთ ქვეყნებისას, როგორებიცაა: უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, კოსოვო, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და საქართველო. ღონისძიება ცენტრალური ევროპის დროით (CET) 12 მაისის დილის 10 საათზე დაიწყო. (თბილისის დროით: 13:00 საათი).  

ვებგვერდი ხელმისაწვდომია 2020 წლის 12-18 მაისის ჩათვლით და გამოფენების გარდა მოიცავს ყოველდღიურ კონტენტს, როგორიცაა ლაივ სტრიმინგები, საუბრები და ტურები. www.notcancelled.art/eastsouth

 ღონისძიების ინიციატორები სარიევის გალერეა (ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში) და LambdaLambdaLambda-ს გალერეა (კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში) იყვნენ. ისინი თბილისის გალერეების დამოუკიდებელ ინიციატივას შეუერთდნენ. . ფართო რეგიონის გალერეების ერთად წარდგენის  იდეა მათი საერთო მნიშვნელიდან წარმოიშვა, რადგან ისინი თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე ოპერირებენ და ამავდროულად, ადგილობრივი ხელოვნების ნამუშევრებს გლობალურ კონტექსტში წარმოადგენენ. 

 მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიამ ყველა გლობალური აქტივობა შეაჩერა,  გალერეები განსაკუთრებით დაზარალდნენ, რადგან ისინი  ფინანსურად საერთაშორისო სახელოვნებო ბაზრობებზე არიან დამოკიდებულნი.  აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე,  გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნების აქტივობა რეგიონულ  დონეზე ჩაგვეტარებინა  ერთიანი ძალების შეერთებით.

 მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინსტაგრამს: @notcancelled.art ან/და  ვებგვერდს  www.notcancelled.art

 

 სანამ ყველა მონაწილეს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ საქართველოდან 5 გალერეა შეირჩა. 

 

  •  E.A Shared Space – წარმოადგენს მაია ნავერიანის ნამუშევრებს

 

  • LC QUEISSER – წარმოადგენს თეა გვეტაძის ნამუშევრებს

 

  • Nectar Gallery – წარმოადგენს ნესტან აბდუშელიშვილის ნამუშევრებს

 

  • Patara Gallery – წარმოადგენს ანა ჩადუნელის ნამუშევრებს

 

  • Window Project – წარმოადგენს შოთიკო აფციაურის ნამუშევრებს

 

მონაწილე გალერეები:

 Ani Molnar, Kisterem, Trapez (Budapest/Hungary); Plan B, Sabot (Cluj/Romania); Ivan, Suprainfinit (Bucharest/Romania); Eugster (Belgrade/Serbia); LambdaLambdaLambda (Prishtina/Kosovo); Sariev (Plovdiv/Bulgaria); The Breeder (Athens/Greece); Öktem Aykut (Istanbul/Turkey); E.A Shared Space, LC Queisser, Nectar, Patara, Window (Tbilisi/Georgia).

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.