fbpx

ქუჩის 15 მხატვარი, რომლებიც სამყაროს სათამაშო მოედნად იყენებენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Jessica Stewart

ბენკსისა და Space Invader-ის მსგავსი ქუჩის მხატვრები წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლებს საკუთარი შემოქმედებით ეთამაშებიან. ისინი ნამუშევრებს სტრატეგიულ ადგილას ქმნიან,  რათა მნახველზე მაქსიმალური გავლენა მოახდინონ. 

ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში ქუჩის მხატვრები ყველასთვის მოულოდნელად თავიანთ ნამუშევრებს ლანდშაფტს არგებენ. დიდ და მცირე მასშტაბებზე მუშაობისას მათი ტექნიკა განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მათ აერთიანებთ, სივრცის ჭკვიანურად გამოყენებაა.

შემოქმედებითი სივრცე სავსეა ტალანტებით, რომლებსაც თავიანთი შემოქმედებით მნახველი აღტაცებაში მოჰყავთ. ზოგიერთი მხატვარი, მაგალითად, კლეტი და აქაკ ნიჰალანი ზედაპირების გარდასაქმნელად წებოვან ლენტს იყენებენ. Biancoshock და ბრედ დაუნი კი ხშირად კომპლექსურ პროექტებს ახორციელებენ, რომელთა საუკეთესოდ შეფასება ფოტოების ან ვიდეოების სერიის ნახვის გზით არის შესაძლებელი.
ქუჩის ხელოვნება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კედლის მხატვრობა, და ამას 15 ქუჩის მხატვარი  გონებამახვილური ნამუშევრებით ამტკიცებს.

Clet

წარმოშობით ფრანგი ქუჩის მხატვარი კლეტი ამჟამად ფლორენციაში ცხოვრობს. ქალაქში არსებულ საგზაო ნიშნებს იგი ახირებულ პერსონაჟებად აქცევს.



Oak Oak


მახვილი თვალი ფრანგ მხატვარს ეხმარება, ხელოვნების ნიმუში ნებისმიერი რამისგან შექმნას. ამ ფოტოზე ბრუს ლი დარტყმით მეტალის კონსტრუქციას ღუნავს. სახალისო ნამუშევრების ავტორი მაყურებელს საშუალებას აძლევს გარემოს სხვა თვალით შეხედონ.



მარკ ჯენკინსი

საზოგადოებრივი ხელოვნების ოსტატი  მარკ ჯენკინსი ცნობილია ბუნებრივი ქანდაკებებით, რომლებსაც იგი აბსურდულ ადგილებში ათავსებს. გართობის ნაწილი კი ფეხით მოსიარულეთა დაბნეული სახეების ყურებაა.

ააკაშ ნიჰალანი

ამერიკელი მხატვარი ააკაშ ნიჰალანი თავის მკვეთრ, კაშკაშა ლენტის ინსტალაციებში პერსპექტივით თამაშობს. მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, ბრტყელ ზედაპირს ისევ იმავე გზით აღარასოდეს შეხედავთ.

Pao

პაო სასაცილო ნამუშევრის შესაქმნელად დაშლილ არქიტექტურულ ელემენტებს იყენებს. მის შემოქმედებაში ცემენტის ბლოკები, რომლებიც ბარიკადების როლს ასრულებს, ფერად პინგვინებად გარდაისახება.



Biancoshock


ნამუშევრით Web 0.0, Biancoshock-მა ნახევრად მიტოვებული სოფელი – Civitacampomarano ისეთ სივრცედ აქცია, სადაც საზოგადოებაზე ინტერნეტის გავლენას განიხილავენ.


Olek

ქუჩის ნაქსოვი ხელოვნების (Yarn-bombing) ექსპერტი ოლეკი საქსოვ ყაისნაღებსა და ძაფებს სოციალური საკითხების გასაჟღერებლად იყენებს. მისი ნამუშევრები  კულტურული მრავალფეროვნებითვის ბრძოლის ან სხვა პოლიტიკური განცხადების შესახებ მიგვანიშნებენ.



Felice Varini

ფელიჩე ვარინის ანამორფული ხელოვნება ფერადი, თვალის მომჭრელი და გასაოცარია. სწორად დალაგებული დეტალებით შექმნილი სანახაობა მშვენიერ ვიზუალურ დღესასწაულად წარმოგვიდგება.



Filthy Luker


Filthy Luker-ის გასაბერი ხელოვნების “თავდასხმებისგან” არცერთი ადგილი არაა დაზღვეული. საოცარი და  სახალისო გრძნობაა, როცა იგი თითოეულ ჩვენგანში ბავშვს აღვიძებს.


ერნესტ ზაქარევიჩი

ერნესტ ზაქარევიჩი  სამგანზომილებიანი ობიექტების მხატვრობითაა ცნობილი. იგი  ბრტყელ ზედაპირებს შთამბეჭდავ შოუებად გადააქცევს, რომლის მონაწილეებიც ფეხით მოსიარულეებიც ხდებიან.  



Above (ტავარ ზავაკი)

ამერიკელი ქუჩის მხატვარი Above (Tavar Zawacki) ამ ნამუშევრის (Timing is Everything) შესასრულებლად ადგილს შვიდი თვის განმავლობაში ეძებდა. მოთმინება ამ შემთხვევაში მთავარი უპირატესობაა, რადგან ნახატი სრულყოფილად მხოლოდ საგზაო ნიშნიდან დაცემული ჩრდილით აღიქმება.



Slinkachu

არავინ აკეთებს მინიატიურებს Slinkachu-ზე უკეთესად. იგი წლების განმავლობაში ამზადებდა ამ დეტალებს, ყოველდღიურ საგნებს მისი სცენების შთაგონებისთვის იყენებდა. გატეხილი შუშის ბოთლი ამ შემთხვევაში მიგდებული ნაგავი კი არა,  ხმაურიანი თავშეყრის სცენაა, რომელსაც მოულოდნელად “დედა” შეესწრო.



SpY


SpY- მ  ესპანეთში, ამ შენობის ფასადზე 150 ყალბი უსაფრთხოების კამერა დაამონტაჟა. კამერები, რომლებიც არაფერს უყურებენ, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს ხედავენ, შორიდან კედელზე მიხატულს ჰგვანან.



Levalet


ფრანგი მხატვარი Levalet ურბანული ელემენტების დასამშვენებლად პლაკატებს ინოვაციური სახით იყენებს.  მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა იუმორთან შერწყმული ირონია.



ბრედ დაუნი


რომში ბრედ დაუნიმ გადაწყვიტა დაენახა ყველაფერი ისეთი ყოველდღიური მოხმარების საგნით, რომელიც თანდათან ქრება – ეს საგანი კი წიგნია. შედეგად,  პროექტი  Uso dei Libri გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით ჩვენ გარშემო არსებულ საგნებთან ერთად. 

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


 

 

   


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.