ციფრული ბარათი – თიბისის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც დროს დაგიზოგავთ და ფიზიკურ კონტაქტს შეამცირებს
მას შემდეგ, რაც პირველად აიღეთ, რამდენი საბანკო ბარათი დაგიკარგავთ? — მისი აღდგენა კი ყოველთვის იწელება, რადგან ფილიალში მისვლა, დარეგისტრირება და რამდენიმე დღე ლოდინი გვიწევს. ჩვენი წინაპრები ასეთ მომსახურებას ალბათ ინატრებდნენ, მაგრამ თანამედროვე ადამიანებისთვის ცვლილებები და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უფრო მარტივ და სხარტ ფორმებს ვირჩევთ.
კარგი ამბავი ისაა, რომ დღეიდან ფილიალებში სიარული, რეგისტრაცია და რამდენიმე დღე ლოგინი აღარ მოგვიწევს, რადგან თიბისიმ ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ბაზარზე პირველი ციფრული ბარათი წარადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბარათის ფიზიკური ფლობა აღარ არის აუცილებელი, რადგან ციფრულ ბარათს ზუსტად ის ფუნქციები და შესაძლებლობები აქვს, რომელიც ფიზიკურს ჰქონდა, უპირატესობები კი გაცილებით მეტი.
რა არის ციფრული ბარათი?
ციფრული ბარათი არის ფიზიკური პლასტიკური ბარათის ზუსტი ანალოგი, რომელიც სრულად ითავსებს სადებიტო ბარათების ფუნქციებს. მისი გააქტიურება ძალიან მარტივია, რადგან მობაილ და ინტერნეტბანკიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ.
პლუსია ისიც, რომ ლოდინი საჭირო არ არის, რადგან ბარათი მომენტალურად აქტიურდება და მისი გამოყენება მყისიერად შეგიძლიათ. მაგალითად, თუკი ბანკომატთან მისული აღმოაჩენთ, რომ ბარათი სახლში დაგრჩათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ მობაილბანკში და თქვენს ანგარიშს ციფრული ბარათი მიაბათ და შეასრულოთ სასურველი ოპერაცია.
“დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც შეამცირებდა ადამიანების ფილიალებში ფიზიკურად მისვლის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ, ციფრული ბარათი საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც ბარათის აღება სჭირდება, მაგრამ ლოდინი და ადგილზე მისვლა არ სურს”, – ამბობს თიბისის მარკეტინგის მენეჯერი ნინი ლაშქარაშვილი.
ციფრული ბარათის აღება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. ბარათის გააქტიურების შემდეგ, საჭიროა მისი დამატება ციფრულ საფულეში, ანუ Tbc Wallet-ში ან Apple Pay-ში, რათა შეძლოთ უკონტაქტო გადახდა ან ბანკომატიდან ფულის გამოტანა.
რა უპირატესობა აქვს ციფრულ ბარათს?
ციფრული ბარათის გამოყენების დროს თქვენ არ გიწევთ მისი ფიზიკურად ტარება, შესაბამისად მისი დაკარგვის საფრთხეც არ არსებობს. ის ვერც ბანკომატში დაგრჩებათ და ვერც რომელიმე მაღაზიაში, ხოლო თუ პლასტიკური ბარათი თან არ გაქვთ, შეგიძლიათ ციფრული ბარათი მობაილბანკიდან მიაბათ არსებულ ანგარიშს ან ახალი დაარეგისტრიროთ და ის მომენტალურად გააქტიურდება.
“ციფრული ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა, რადგან მის დასამზადებლად არ გამოიყენება პლასტმასა. გარდა ამისა, ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკური ბარათის საჭიროებას. მის ასაღებას არ არის საჭირო ფილიალში მისვლა, რადგან პროდუქტი სრულად ციფრულია და გააქტიურებაც მობაილ ან ინტერნეტბანკიდან ხდება”, – ამბობს ნინი ლაშქარაშვილი.
ციფრული ბარათი უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა გააქტიურა. მის ფუნქციებს უახლოეს მომავალში ელექტრონული კომერციის მაღაზიებში გადახდის ფუნქციაც დაემატება, რაც საშუალებას მოგცემთ პირდაპირ გადაიხადოთ თანხა სასურველი ნივთის შესაძენად.
ციფრული ბარათი დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და ფიზიკური კონტაქტის აუცილებლობას, ამიტომ შედით თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკში და დღესვე გააქტიურეთ ის.