fbpx

სპაიკ ლიმ ნიუ იორკს 8მმ ფირზე გადაღებული ვიდეოკლიპი მიუძღვნა


გააზიარე სტატია

 

მაშინ როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი კარანტინშია, ბევრ ჩვენგანს ენატრება მშობლიური ქალაქი, ოჯახები და მეგობრები, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ. თავის ბოლო ნამუშევარში რეჟისორი სპაიკ ლი სწორედ ამ გრძნობას გვიზიარებს.

გუშინ კინორეჟისორმა თავის ინსტაგრამზე ახალი მოკლე ვიდეო ატვირთა,  სადაც ჩანს, თუ როგორ ენატრება დატვირთული ნაცნობი ქუჩები, ისევე, როგორც ბევრ ჩვენგანს. ფრენკ სინატრას ცნობილი New York, New York-ის ფონსა და ნოსტალგიურ 8მმ ფირზე გადაღებული ვიდეოკლიპი სამწუთ-ნახევარს გრძელდება და ნიუ-იორკისადმი მიძღვნილი სასიყვარულო წერილივითაა.

“ჩემი ვიდეო New York, New York ამ ქალაქში მცხოვრებ  ადამიანებს ეძღვნება, მარტივად,” – დაწერა სპაიკ ლიმ თავის ინსტაგრამზე.

 

 

 

 

ორიგინალი: https://i-d.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.