fbpx

ბოტანისტისგან დამზადებული 4 კოქტეილი, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამდიდრებს


გააზიარე სტატია

კარგი ამინდები, მზე და ზაფხული უკვე არც თუ ისე შორსაა. სოციალური დისტანცირების პირობებში, წელიწადის ამ დროს ადამიანებს ძალიან გვჭირდება გახალისება, განტვირთვა და სასიამოვნო განცდები, რაშიც გემრიელი და მრავალფეროვანი კოქტეილები დაგვეხმარება. დღეს წარმოგიდგენთ ოთხი ახალი კოქტეილის რეცეპტს, რომლებიც უნიკალური შოტლანდიური ჯინისგან, ბოტანისტისგან მზადდება.

ბოტანისტი შოტლანდიის კუნძულ აილაზე მზადდება. ის ერთადერთი ჯინია, რომლის შემადგენლობაშიც 9 კლასიკური ჯინის არომატის გარდა, 22 ადგილობრივად დაკრეფილი აილას ველური მცენარეებია შერწყმული, რაც მას სრულიად გამორჩეულს ხდის. სწორედ ასეთი კონცენტრაცია განაპირობებს ბოტანისტის განსხვავებულ და უნიკალურ გემოს სხვა ჯინებთან შედარებით.  მისი გემო მდიდარი და მსუბუქია, რომელშიც ციტრუსები და გრილი ნოტები დომინირებს. ბოტანისტის გასინჯვისას შეიგრძნობთ ცედრას, ქინძის, ძირტკბილასა და სხვადასხვა ველური მცენარეების არომატს.

 


The Botanist & Tonic With Raspberry

ინგრედიენტები:

  • 40 მლ. ბოტანისტი
  • 150 მლ. ტონიკი
  • ცოცხალი ჟოლო

მომზადების წესი:

მოათავსეთ რამოდენიმე ცალი ცოცხალი ჟოლო დოქში და დაჭყლიტეთ, დაამატეთ  ჯინი ბოტანისტი , ტონიკი და ყინული, მოურიეთ. გამზადებული კოქტეილი კი გადაასხით ღვინის ჭიქაში დაუმატეთ ყინული და გაფორმებისთვის ცოცხალი ჟოლო.


MINT SEVENTY FIVE

ინგრედიენტები:

  • 40 მლ. ბოტანისტი
  • 20 მლ. ფორთოხლის ფრეში
  • 15მლ. შაქრის სიროფი
  • შუშხუნა ღვინო ჭიქის შევსებამდე

მომზადების წესი:

მოგრძო წვრილ ჭიქაში  ჩაასხით ბოტანისტი, ფორთოხლის წვენი და შაქრის სიროფი, დაუმატეთ შუშხუნა ღვინო ჭიქის გავსებამდე. გაფორმებისთვის  გამოიყენეთ ფორთოხლის ცედრა


BASIL SOUR

ინგრედიენტები:

  • 40 მლ. ბოტანისტი
  • 20 მლ. ლიმონის წვენი
  • 20მლ. თაფლის წყალი (1:1 თაფლი გახსენით წყალში)
  • 4-5 ბაზილიკის ფოთოლი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ  ყინულებით სავსე დოქში და მოურიეთ. გამზადებული კოქტეილი კი გადაასხით კოქტეილის ჭიქაში. გაფორმებისთვის დუმატეთ ბაზილიკის ფოთოლი


LEMON BALM

ინგრედიენტები:

  • 25 მლ. ბოტანისტი
  • 25მლ. მშრალი ვერმუტი
  • 25მლ. ლიმონის წვენი
  • 25მლ. შაქრის სიროფი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ლიმონის ნაჭერი დოქში და დაჭყლიტეთ, დაამატეთ  ბოტანისტი, მშრალი ვერმუტი, ლიმონის წვენი, შაქრის სიროფი და ყინული, კარგად მოურიეთ. გამზადებული კოქტეილი კი, გადაასხით წინასწარ გაცივებულ მარტინის ჭიქაში.

ბოტანისტის შეძენა შესძლებელია ალკორიუმსა და ვისკის სახლებში, ასევე გამოძახება ვოლტის და გლოვოს მეშვეობით, რათა თვითიზოლაციაში უფრო მარტივად შეძლოთ თქვენი სურვილების ასრულება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.