fbpx

ჟურნალმა VOGUE-მა დავით აფაქიძის The Last Tarot-ის შესახებ სტატია გამოაქვეყნა


გააზიარე სტატია

 

მოდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალმა VOGUE-მა ქართველი ხელოვანების– დავით აფაქიძის, გვანცა ჯიშკარიანისა და ნატა სოფრომაძის ერთობლივი ნამუშევრის – ტაროს ახალი კარტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

პროექტს The Last Tarot ეწოდება და თითოეული ნამუშევარი თბილისის მოდის ექსცენტრულ პიროვნებებს ასახავს, როგორც პერსონაჟებს მთავარ არკანაში

თუ კარგად დააკვირდებით, თითქმის ყველა ნაცნობ ეზოთერულ არქეტიპს ამოიცნობთ – იმპერატორი, ჯადოქარი, შეყვარებული და ა.შ. – რომლებსაც ქართველი დიზაინერების სამოსი აცვიათ. მაგალითად, მოდელი მეთ შელი (მათე ხიდაშელი), რომელიც ცეცხლითაა გარშემორტყმული, ეშმაკს განასახიერებს, მისი წითელი ლატექსის ქურთუკი კი დიზაინერ ლევან შველიძეს ეკუთვნის. “უმაღლეს ქურუმ ქალად” დიზაინერი ნინი გოდერიძე გვევლინება, რომელსაც მიერ

მიერ შექმნილი ღია ატმისფერი ლატექსის მოსაცმელი აცვია და ნახევარმთვარეზე ზის. აფაქიძე მასზე აღნიშნავს, რომ “ის ინტროვერტია, რომელიც ყოველთვის საკუთარი პერსონალური სამყაროს სწავლის პროცესშია”. თავად დავითი კი “სულელს” ასახიერებს და აკა ფროდიაშვილის მოკლე ცისფერ კაბაშია შემოსილი.

ხელოვანს ინტერესი ტაროს კარტების მიმართ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, მაგრამ იმის გამო, რომ რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა, ეს აკრძალული ჰქონდა. საბოლოოდ, როდესაც სახლიდან წამოვიდა, ტაროს შესწავლა დაიწყო და ამჟამად მეგობართან ერთად ასწავლის. როგორც ის აღნიშნავს, ტრადიციულად, დასტა ქალურ და მამაკაცურ ენერგიებადაა დაყოფილი. “ტაროს დასტა აძლიერებს იმ სტერეოტიპს, რომ კაცი აქტიური და ძლიერია, ქალი კი პასიური, ემოციური და მისტიკური”, – ამბობს აფაქიძე, რომელიც მხატვარ გვანცა ჯიშკარიანთან და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძესთან თანამშრომლობდა ამ იდეის განსახორციელებლად. ”მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტარო ისეთი აღარ არის.”

თბილისში მოდის კვირეული თვის დასაწყისში გაუქმდა პანდემიის გამო, Last Tarot კი ნათელი წერტილია რთულ მომენტში, იმ ქალაქში, რომელიც მზარდად კრეატიულია. ”ყველა დიზაინერი, რომელიც ტაროს დასტაზეა და , ვინც ჩვენთან საუბრობს – ქვიარ დიზაინერია,  რომლებსაც რისკის არ ეშინიათ.” – განაცხადა დავითმა, რომელიც ამჟამად მუშაობს დისერტაციაზე საქართველოში ქვიარი დიზაინერებისა და Success bar-ის ბარმენების შესახებ. თავად ეს ბარი კი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია LGBTQ საზოგადოებისთვის. “მაშინ, როდესაც თბილისის მოდის კვირეულიც გაუქმებულია და სამყაროც “გაყინულია”, პატარა ქვეყნების პატარა ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია ხილვადობა. იგივე ეხება ქვიარ კულტურასაც. ეტაპობრივად ჩვენ შევცვლით ხალხის დამოკიდებულებას, რათა უფრო პროგრესულები გახდნენ”.

ორიგინალი: https://www.vogue.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.