fbpx

წარმოგიდგენთ რეცეპტს სასტუმრო სტამბაში არსებული Space farm-იდან


გააზიარე სტატია

 

წარმოგიდგენთ სალათის რეცეპტს, რომელიც სასტუმრო “სტამბაში” არსებული Space farm-ის მიკრომწვანილებით მზადდება. სალათის ავტორია ტუსა ღარიბაშვილი. 

Farm Salad  ასეთი სახელი მოვიგონე 

 

ინგრედიენტები:

  1. ჭარხალი 1 ც.
  2. მწვანე ტყემალი  50 გ.
  3. კახური ზეთი 30 გ.
  4. სულგუნი 50 გ.
  5. ფერადი “სვის ჩარდი” 100 გ.
  6. ზღვის მარილი 3 გ.
  7. საკვები ყვავილი და წითელი სორელი

 

პროცესი

მოვხარშოთ ჭარხალი ისე,  რომ სიხრატუნე შეინარჩუნოს.

ფერადი “სვის ჩარდი” დავძენძოთ, ზემოდან დავასხათ ტყემალი და კახური ზეთი.

ფერადი “სვის ჩარდის” ფოთლები გადავიტანოთ თეფშზე და ზემოდან დავაყაროთ თხლად დაჭრილი ჭარხალი და სულგუნის კუბები. მოვაყაროთ ზღვის მარილი.

სურვილისამებრ გავაფორმოთ  საკვები ყვავილებით და წითელი სორელით

 

სალათი მზად არის.

 

ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული იზრდება ქალაქის შუა გულში, Space farms- ში, დახურულ და სრულად კონტროლირებად გარემოში.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ კერძის მომზადებისას გამოყენებული ბოსტნეული, რა პირობებში გაიზარდა და შენამდე სანამ მოვიდოდა როგორ, რა პირობებში მოიყვანეს.

დღევანდელი სალათი მოვამზადე ადგილობრივი წარმოებული პროდუქტებით. არის ჯანმრთელი და სასარგებლო. #eatlocalfood.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.