fbpx

სინგაპურში რობოტი ძაღლები საზოგადოებას სოციალური დისტანციისკენ მოუწოდებენ


გააზიარე სტატია


ავტორი: ედგარ სუ


სინგაპურის ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი რობოტი ძაღლები ქუჩაში ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს თავაზიანად სთხოვენ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან. დისტანცირებულად მართვადი რობოტები Boston Dynamics-მა შექმნა და პირველად პარასკევს განლაგდნენ სინგაპურის ცენტრალურ პარკში. ეს ორკვირიანი პროცესის ნაწილია და მათ, სავარაუდოდ, სხვა რობოტებიც შეუერთდებიან.

“დაე, სინგაპური ჯანმრთელი იყოს. თქვენი უსაფრთხოებისა და გარშემომყოფთათვის, გთხოვთ დაიცვათ მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია. გმადლობ”

– განაცხადა ერთ-ერთმა რობოტმა ძაღლმა, სახელწოდებით Spot, ინგლისურ ენაზე.

სინგაპურის კარანტინის მკაცრი წესების დარღვევამ შეიძლება სერიოზული ჯარიმები და ციხეც გამოიწვიოს. 5.7 მილიონიან  ქალაქში 21 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზიაში, ეს კი, უმეტესად, მიგრანტი მუშახელის მასობრივმა ინფექციამ გამოწვია, რომლებიც საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ.

მცხოვრებლებს 1 ივნისამდე სახლიდან გასვლა მხოლოდ  სასურსათო საყიდლებისთვის შეუძლიათ და ვალდებულები არიან, რომ ნიღაბი ატარონ. ვარჯიში გარეთ დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მარტო.

კიდევ ერთი რობოტი, რომელიც პატარა მანქანის ფორმისაა, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ “უსაქმოდ არ იხეტიალონ” და “შეკრებები არ არის ნებადართული”. მთავრობის ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სააგენტოებმა  განაცხადეს, რომ Spot-ს უხეში რელიეფის გადალახვა უკეთ შეუძლია პარკებსა და ბაღებში. ასევე მასში დამონტაჟებულია კამერები და ანალიტიკური ხელსაწყოები, რათა პარკში მყოფი ადამიანების რაოდენობა შეაფასოს.

ხელისუფლების განცხადებით, კამერებს არ შეუძლია ადამიანებზე თვალყურის დევნება ან პერსონალური მონაცემების ჩაწერა.

ამ ტექნოლოგიას ზოგიერთი საავადმყოფოც იყენებს, სადაც რობოტები პაციენტებს მედიკამენტებს გადასცემენ.

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.