fbpx

კიდევ ერთი შესაძლო სიახლე თვითმფრინავების სალონებში – Factorydesign დისტანცირების ახალ ვარიანტებს გვთავაზობს


გააზიარე სტატია

 

ავიაციის საკონსულტაციო კომპანია Factorydesign-მა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიის პიკის გადავლის შემდეგ, თვითმფრინავებში სოციალური დისტანცია სპეციალური გამყოფი ეკრანით შეინარჩუნოს. ლონდონის სტუდიამ ეს აღჭურვილობა იმისთვის შეიმუშავა, რომ ავიაკომპანიებმა კომერციული  რეისების განახლების შემდეგ მგზავრთა უსაფრთხოება გაზარდონ.

“ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ავიაკომპანიებისთვის სავარძლებზე განსათავსებელი უმარტივესი აღჭურვილობა [გამყოფი ეკრანი] შეგვეთავაზებინა,  – განმარტა Factorydesign-ის დირექტორმა ადამ უაიტმა. – ეს შესაძლებელია დროებით დავამონტაჟოთ, რათა ვუზრუნველყოთ განცალკევება იმ ადგილებში, სადაც რამდენიმე სავარძელია განთავსებული და ამით მგზავრები დავიცვათ”.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ავიაკომპანიებმა მოკლევადიან პერიოდში სწრაფად შეძლონ არსებული კაბინების ადაპტირება  სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად და მგზავრების დასამშვიდებლად, რადგან მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა კვლავ დაბალია. ადამის განცხადებით, სალონის ცენტრალური ადგილი არ გაიყიდება და სწორედ ის გადაკეთდება გამყოფ ხაზად კიდურა ადგილებს შორის, მასზე განთავსებული ეკრანი კი მუდმივ შეცვლას არ საჭიროებს. ნაკრები, რომელიც ყველა ტიპის კომერციული ავიაკომპანიისთვისაა განკუთვნილი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი დამზადდეს. 

”თვითმფრინავის კაბინებში გამოსაყენებლად რამდენიმე გამჭვირვალე მასალა  სერტიფიცირების ყველა მოთხოვნას უკვე გადის. ეს შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცალკეულად, ასევე მოქნილი, მყარი მასალის ტიხრად”, – თქვა უაიტმა.

ის მარტივად გასაწმენდია და მასზე თქვენი პერსონალური აღჭურვილობის (ნიღაბი, სადეზინფექციო ხსნარები და სხვ.) განთავსებაც შეგიძლიათ. სტუდიის განცხადებით, მოკლევადიან პერიოდში პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა მისაღებია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში თვითმფრინავის ინტერიერში შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება გახდეს საჭირო. იტალიური დიზაინერული ფირმა Aviointeriors  კიდევ ერთი სტუდიაა, რომელიც თვითმფრინავის კაბინებში სოციალური დისტანციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მან ორი კონცეფცია წარმოადგინა: პირველი, სახელწოდებით Glassafe, მგზავრებს პლასტმასის ქუდით ჰყოფს, ხოლო მეორე კონცეფციის – Janus-ის შემთხვევაში სალონის ცენტრალური ადგილი შებრუნებულია.  

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.