fbpx

სოციალურად დისტანცირებული სადილისთვის Virginia Inn სიცარიელეს ძველებური სტილის მანეკენებით ავსებს


გააზიარე სტატია

ავტორი: ენი გოლდსმიტი

რესტორანი The Inn at Little Washington  იმიტირებულ სტუმრებთან ერთად გაიხსნება.

კორონავირუსის პანდემიამ რესტორნები იმაზე დააფიქრა, თუ რა ზომებს შეიძლება მიმართონ ნახევრად სოციალური დისტანცირების მიზნით დაცარიელებული მაგიდების შესავსებად. The Inn at Little Washington-მა ამ პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა შემოგვთავაზა – მათ დაცარიელებულ მაგიდებს მანეკენები მიუსვეს.

ვაშინგტონში მდებარე Virginia Inn-ის ამ რესტორნის ნახევარი მანეკენებით შეივსო, სადაც თითოეულ მაგიდასთან სხვადასხვა სცენა თამაშდება –  ბიზნეს შეხვედრიდან დაწყებული, აქ ხელის თხოვნის პროცესის ნახვაც კი შეიძლება. ყველაფერი – მანეკენების ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა და მაკიაჟიც 1940-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი. ისინი ზუსტად ადამიანის პარამეტრების მიხედვით  შექმნეს. არის მიმტანიც, რომელსაც ასწავლეს, თუ როგორ გაუმასპინძლდეს  იმიტირებულ სტუმრებს ღვინით. პატრიკ ოკონელმა, რესტორნის მფლობელმა და შეფმზარეულმა, ასევე James Beard Award-ის გამარჯვებულმა, შეიმუშავა კონცეფცია იმისთვის, რომ ამ ჩახლართული სცენებით გამკლავებოდა სახელმწიფო რეგულაციებს და გამხდარიყო კორონავირუსის პანდემიისას ნათელი წერტილი.

სცენების ასაწყობად რესტორანი ორ ადგილობრივ ბიზნესთან ერთად მუშაობდა. მეტი ბუნებრიობისათვის სცენარის შექმნაში მათ ეხმარებოდა Signature Theatre, Tony Award-ის გამარჯვებული არაკომერციული თეატრი და ასევე Design Foundry-ის სამუშაო ჯგუფი: დურგლები, მხატვრები, დიზაინერები.

იმიტირებული სტუმრების მოწვევის გარდა გახსნასთვის  საჭიროა ახალი მენიუს შექმნაც. პატრიკ ოკონელი ახლაც მუშაობს დეტალებზე, მაგრამ უდავოა, რომ ახალი მენიუ იქნება განსაკუთრებული, საფირმო კერძებით სავსე.

The Inn-ის დადგმული სცენები ერთ-ერთი გზაა რეგულაციებთან გასამკლავებლად, რომელიც მოახლოებულ გახსნასთანაა დაკავშირებული. ვირჯინიის გუბერნატორი რალფ ნორტამი მიმდინარე კვირიდან იწყებს რეგულაციების მოხსნის ეტაპობრივ პროცესს. რესტორანი The Inn at Little Washington კი ჯავშნების მიღებას 29 მაისიდან დაიწყებს. 

რეგულაციების ნაწილში შედის შეზღუდვა, რომ რესტორნების 50% უნდა იყოს თავისუფალი. სწორედ ამიტომ გაჩნდა წარმოქმნილი სიცარიელის შევსების პრობლემა.

ახლა, როდესაც მაგიდები უკვე გაშლილია და სცენაც მზადაა სანახაობისთვის, საინტერესოა, რას მოამზადებს რესტორანი.

ორიგინალი: https://www.townandcountrymag.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.