Food Photographer 2020 გვიჩვენებს, თუ რამდენადაა ჩვენი ცხოვრება დაკავშირებული საკვებთან
გააზიარე სტატია
ავტორი:Sara Barnes ახლახან გამოცხადდა 2020 წლის “ფუდ-ფოტოგრაფიის” კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსი, რომელშიც პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად ენთუზიასტებიც მონაწილეობდნენ, აჩვენებს, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი ცხოვრება საკვებთან. ეს არის გზა, რომელიც გამოხატავს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და აღწერს ყველა იმ საოცრებას, რასაც დედამიწა გვთავაზობს. 2020 წლის კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების 24 კატეგორია ასახავდა, თუ რა გავლენას ახდენს საკვები ჩვენს ცხოვრებაზე. კატეგორიები, როგორიცაა “მოსავალის აღება” და “კვების პოლიტიკა”, წარმოაჩენს სურათების ფართო სპექტრს, რომლებიც თქვენს წარმოდგენას ცვლიან საკვების ფოტოგრაფიის შესახებ.. გამარჯვებული ფოტოები ხაზს უსვამს კვების კულტურასა და მის სოციალურ ასპექტებს. მთავარი პრიზი და წლის ფოტოგრაფის წოდება ბანგლადეშელმა ფოტოგრაფმა KM Asad-მა მოიპოვა ფოტოსთვის, სახელწოდებით After Exodus (გამოსვლის შემდეგ). სურათი გადაღებულია როჰინგიელ დევნილთა ბანაკში, სადაც რიგში მყოფი ბავშვები საკვებს ელიან. ფოტომ ჟიურის წევრებზე დიდი გავლენა მოახდინა. “ეს დინამიკური გამოსახულება ჩვენს დროებას ააშკარავებს, – აღნიშნავს კონკურსის დამფუძნებელი და დირექტორი კაროლინა კენიონი. – ახლა, როდესაც სამყარო COVID-19-ის ხელშია და, ფაქტობრივად, ნორმალური ცხოვრება შეჩერებულია, ეს როჰინგიელი ლტოლვილი ბავშვები გვახსენებენ, თუ რა მყიფეა ყოფა და რამდენად გვაკავშირებს საკვების საჭიროება მთელ მსოფლიოში ადამიანებს. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ.” დაათვალიერეთ Pink Lady® Food Photographer of the Year-ის 2020 წლის გამარჯვებული ნამუშევრები.
“დილის თევზაობა”, ზეი იარ ლინი “მიანმარში, ბეინის ხიდთთან ახლოს, სამი მეთევზე ბადეებს ტბაში ისვრის.”
”უბრალოდ დესერტი”, ტომას ალექსანდერი “შთამაგონებელი ქორწილის დიადი დასასრული.”
”Meike and Dörte Näkel”, დევიდ ვეიმენი “გერმანელი მეღვინეების – მეიკე და დორტე ნაკელების პორტრეტი.”
”ზამთარი ლანგში”, ტომას ჰაილენდი “თოვლით დაფარული ვენახები პიემოტის რაიონში, იტალიაში.”
“თასი გოგრებით”, აიმე ტვიგერი “ესაა თასი შემოდგომის გოგრებით, რომელიც ვერმეერის მიერ არის შთაგონებული. გადაღებამდე თასი ფანჯარასთან მოვათავსე და განათება და ფერები ძალიან მომეწონა.”
“ვაკეთებთ ერთად”, KM Asad “მუსლიმები პარასკევის ლოცვამდე სადღესასწაულო სუფრას ამზადებენ ბანგლადეშში.”
“ოლეკი ბლინებს ჭამს”, ანა ვლოდარჩუკი “ჩემი შვილი, ოლეკი, კაშუბიურ სახლში ბლინებს ჭამს.”
“როცა ფიჭა ივსება”, Xiaodong Sun ”თაფლის მოსავლის აღებამდე მეფუტკრე ფრთხილად აშორებს ფუტკარს სკებისგან, სწორედ ამ მომენტში იგრძნობთ თავს ფუტკრების სამყაროში. სუზჰოუ, ჩინეთი.”
”რვაფეხა წერტილები”, ნიკოლ ჰერფტი ”ეს იყო სოჰოში, რესტორან Chotto Matte-ში. ზედაპირზე ისე ვთამაშობდი, რომ ინგრედიენტები არ შეცვლილიყო, მაგრამ გამოსახულება უფრო დრამატული გამხდარიყო. მინდა, რომ მზარეულებსაც შეეძლოთ იმავეს გაკეთება. მიყვარს სხვადასხვა ზომის წერტილების გამოყენება საკვების გაფორმებისას.”
”ტატუ”, ჯონათან მინსტერი ”პირადი ნამუშევარი იკვლევს იმ პარადოქსს, რომელშიც ხორცის მჭამელები იმყოფებიან.”
”გამომცხვარი ლეღვი”, ლიამ დესბოისი ”გამომცხვარი ლეღვი ნიგვზით, თაფლითა და ახალი ბეგქონდარათი.”
”ჰილზა”, აზიმ ხანი ”ჩიტაგონგის თევზის ბაზარი უმსხვილესი საბითუმო ბაზარია ბანგლადეშში, სადაც ჰილზა მოიპოვება. ის ბანგლადეშის ნაციონალურ თევზად მიიჩნევა და ოჯახებში ამ დელიკატესს სხვადასხვა მეთოდით ამზადებენ.”
“Vinaigrette”, კაი სტიეპელი “ნარევის შესაქმნელად თქვენ უნდა შეურიოთ ისეთი ინგრედიენტები, რომელთაც ერთად ყოფნა არ უყვართ.”
“ბაზარში დაკარგული”, ჯეიაბოლ ჰოკე ”ადგილობრივები ახალი ხილის ბაზარზე მოვაჭრეების მოლოდინში.”
”მზის მოლოდინში”, Nhan Do Thanh ”ეს ფოტო გადაღებულია ვიეტნამში, ტეი ნინგის პროვინციაში და გვიჩვენებს ტრადიციულ საქმეს – Bánh Tráng-ის დამზადებას. იგი მზადდება ფქვილით, კრევეტებით, მარილითა და სეზამით.”
“ბოსტნეულის დახლი”, ზეი იარ ლინი ”ფერადი ბოსტნეულის დახლი სხვადასხვა სახეობის ხილითა და ბოსტნეულით ღამის ბაზრობაზე, მიანმარის ქალაქ იანგონში.”