fbpx

Food Photographer 2020 გვიჩვენებს, თუ რამდენადაა ჩვენი ცხოვრება დაკავშირებული საკვებთან


გააზიარე სტატია

ავტორი: Sara Barnes

ახლახან გამოცხადდა 2020 წლის  “ფუდ-ფოტოგრაფიის” კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსი, რომელშიც პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად ენთუზიასტებიც მონაწილეობდნენ, აჩვენებს, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი ცხოვრება საკვებთან. ეს არის გზა, რომელიც გამოხატავს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და აღწერს ყველა იმ საოცრებას, რასაც დედამიწა გვთავაზობს.

2020 წლის კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების 24 კატეგორია ასახავდა, თუ რა გავლენას ახდენს საკვები ჩვენს ცხოვრებაზე. კატეგორიები, როგორიცაა “მოსავალის აღება” და “კვების პოლიტიკა”, წარმოაჩენს სურათების ფართო სპექტრს, რომლებიც თქვენს წარმოდგენას ცვლიან საკვების ფოტოგრაფიის შესახებ..

გამარჯვებული ფოტოები ხაზს უსვამს კვების კულტურასა და მის სოციალურ ასპექტებს. მთავარი პრიზი და წლის ფოტოგრაფის წოდება ბანგლადეშელმა ფოტოგრაფმა KM Asad-მა მოიპოვა ფოტოსთვის, სახელწოდებით After Exodus (გამოსვლის შემდეგ). სურათი გადაღებულია როჰინგიელ დევნილთა ბანაკში, სადაც რიგში მყოფი ბავშვები საკვებს ელიან.

ფოტომ ჟიურის წევრებზე დიდი გავლენა მოახდინა. “ეს დინამიკური გამოსახულება ჩვენს დროებას ააშკარავებს, – აღნიშნავს კონკურსის დამფუძნებელი და დირექტორი კაროლინა კენიონი. – ახლა, როდესაც სამყარო COVID-19-ის ხელშია და, ფაქტობრივად, ნორმალური ცხოვრება შეჩერებულია, ეს როჰინგიელი ლტოლვილი ბავშვები გვახსენებენ, თუ რა მყიფეა ყოფა და რამდენად გვაკავშირებს საკვების საჭიროება მთელ მსოფლიოში ადამიანებს. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ.”

დაათვალიერეთ  Pink Lady® Food Photographer of the Year-ის 2020 წლის გამარჯვებული ნამუშევრები.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.