fbpx

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები AT.ge-ს მკითხველს


გააზიარე სტატია

როგორ მოვამზადოთ იმუნური სისტემა ვირუსების დასამარცხებლად

იმუნურ სისტემას ადამიანი ვერ ხედავს და ვერ გრძნობს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ის უჯრედების, ცილების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობაა და თუ მისი  რომელიმე რგოლი ზიანდება, ნებისმიერ ინფექციას მასობრივი გავრცელების შესაძლებლობა ეძლევა და ორგანიზმიც თავდაცვითი უნარის გარეშე რჩება.

როგორ შეგვიძლია იმუნიტეტის გაძლიერება ვირუსების დასამარცხებლად და რა როლი ენიჭება მინერალებსა და სწორ კვებას ამ პროცესში – AT.ge წარმოგიდგენთ ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციებს.

მოკლე ინფორმაცია რესპონდენტის შესახებ: ბიძინა კულუმბეგოვი ალერგოლოგ-იმუნოლოგია, რომელიც 10 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და გარდა ექიმობისა, აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა, კერძოდ კი, ასისტენტ-პროფესორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 

რა არის იმუნური სისტემის ძირითადი ფუნქცია და როგორ მუშაობს ის?

იმუნურ სისტემას მთავარი დამცველობითი ფუნქცია აკისრია და ამ სისტემას ევოლუციურად ორი მნიშვნელოვანი დავალება აქვს: 

  • ებრძოლოს გარედან შემოჭრილ მტრებს, მაგალითად: ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოებს, პარაზიტებს და ა.შ. 
  • პოტენციურად საშიშ, მაგალითად, სიმსივნის უჯრედებს, ორგანიზმში გამრავლების საშუალება არ მისცეს. ამრიგად, იმუნური სისტემა ჩვენს გარეგან და შინაგან დაცვას უზრუნველყოფს. მაგრამ, აქ ჩნდება  ყველაზე საინტერესო კითხვა, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.

 

დღეს განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ძირითადი ფაქტორები უწყობენ ხელს იმუნიტეტის გაძლიერებას?

ზოგადად, იმუნიტეტის გაძლიერება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა, სულიერი და ფიზიკური დასვენება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და გარკვეული ტიპის აქტივობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგია ჰაერზე სეირნობა პარკებსა და სხვა ღია სივრცეებში.  თუ ქრონიკულ დაღლილობას განიცდით და ამავე დროს,  გრძნობთ, რომ მნიშვნელოვან საქმეებთან გასამკლავებლად ენერგია აღარ გყოფნით, მოგიწევთ საკუთარი ორგანიზმის გაძლიერებაზეც იზრუნოთ. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი – ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით – დაბალანსებული კვება.

ამასთან, იმუნური სისტემის გაჯანსაღებისთვის არსებობს გარკვეული რეკომენდაციები. კერძოდ, აუცილებელია მივიღოთ მინერალების დღიური ნორმა, თუნდაც წყლის ან მინერალური წყლის სახით.  ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, “ბორჯომი” მახსენდება, რადგან ბუნებრივად გაზირებული წყალია და ზომიერად მდიდარია მინერალებით. ის, თავისი უნიკალური შემადგენლობით, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს და აძლიერებს  იმუნურ სისტემას. მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დროს ბორჯომი ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფუნქციონირებას. ეს ისტორიულადაც დადასტურებულია: ბრონქიტისას ბორჯომის წყალში გაზავებულ რძეს ჩვენი ბებიები ოდითგანვე იყენებდნენ დაავადების შემსუბუქებისა და სწრაფი გამოჯანმრთელების მიზნით.

ბორჯომის მინერალური წყლის  სამკურნალო თვისებებზე ბევრს საუბრობენ, თქვენ, როგორც იმუნოლოგი, როგორ შეაფასებდით? 

ბორჯომს აქვს რამდენიმე განსაკუთრებული თვისება. კერძოდ, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის წყალობით, ის ხასიათდება ორგანიზმის გაწმენდის უნარით. სხვა ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებისგან განსხვავებით, „ბორჯომი“ მიწის ქვეშ ვერ ასწრებს გაგრილებას და ზედაპირზე თბილი სახით ამოდის (37-41°С). გზადაგზა მდიდრდება სხვადასხვა მაკრო და მიკროელემენტებით და უნიკალური, 60-მდე დასახელების  ნივთიერებებით. “ბორჯომის” ქიმიურ შემადგენლობაში ჩემთვის განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: კალიუმი, კალციუმი, სილიციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ქლორი, ფტორი და სტრონციუმი.   აღირებულია, რომ ის ასევე უნიკალური და ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ პროფილაქტიკის, ანუ თავიდან აცილების  მიზნით. რადგან ტოქსინებისგან გაწმენდა, კუჭ-ნაწლავის  ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფა, მისი სწორი და გამართული მუშაობა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმუნურ სისტემაში, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს.

 

ინტერვიუს დასასრულს, ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის პირობებში მთავარ რეკომენდაციებს გაუსვა ხაზი.  მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტადაა აუცილებელი სოციალური დისტაცირების დაცვა, რადგან ვაქცინის შექმნამდე ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა – ვატაროთ ნიღაბი, დავიბანოთ ხელები ხშირად, ვიკვებოთ ჯანსაღად და შევავსოთ ჩვენი ორგანიზმი აუცილებელი მინერალებით, რომელიც ასე უხვადაა „ბორჯომში“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.