fbpx

IKEA-მ ბავშვებისთვის კარანტინის შესამსუბუქებლად სათამაშო სახლები შექმნა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Tom Ravenscroft 

 

ავეჯის კომპანიამ IKEA-მ ექვსი “სათამაშო სახლი” შექმნა, რომელთა მთავარი მიზანი კარანტინში ბავშვების გამხიარულებაა და თითოეული მათგანი იკეას პროდუქტებით “შენდება”. 

რუსეთის IKEA-მ და სარეკლამო სააგენტო Instinct-მა კონცეფციაზე ერთობლივად იმუშავეს, ეს იდეა კი იმ კამპანიის ნაწილია, რომლითაც ხალხს სახლში დარჩენისკენ უბიძგებენ.

თითოეული სათამაშო სახლი IKEA-ს სტილშია ილუსტრირებული, სხვადასხვა ფორმისაა და განსხვავებული სახელებიც აქვთ:  Förtress, Wigwåm, Castle, Cåve, Cåmping tent და Höuse.

“#დარჩისახლში ამ გაზაფხულის მთავარი სლოგანი იყო. თვითიზოლაცია და კარანტინის შეზღუდვები ისევ გრძელდება. მშობლებმა უკვე აღარ იციან, როგორ გაამხიარულონ შვილები, რომლებიც ოთხ კედელში არიან გამომწყვდეულები”, – განაცხადა Instinct-მა. ”მათთვის, ვისაც ყველა იდეა ამოეწურა, რუსეთის IKEA სათამაშო სახლის აშენებას გთავაზობთ იმ ინსტრუქციებისა და ნივთების გამოყენებით, რომელთა პოვნაც ნებისმიერყველა სახლში მარტივად შეიძლება – საბნები, გადასაფარებლები, სკამები და ა.შ.”

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო სახლის ასაშენებლად საჭირო ნივთების პოვნა სახლშიცაა შესაძლებელი,  IKEA გვთავაზობს ზუსტად იმ პროდუქტებს, რომელთა გამოყენებაც ამ პროცესს გაგვიმარტივებს. მაგალითად, Förtress-ის სახლი შემდეგი პრინციპითაა შექმნილი: ჩვეულებრივი დივანი, რომლის კედლებადაც IKEA-ს Landskrona-ს სერიის ბალიშებია გამოყენებული, ხოლო სახურავი კი Nattjasmin-ის ორი ზეწრისგანაა შექმნილი. 

Cåstle შედგება Stefan-ის ოთხი სკამისა და Krokig-ის ტანსაცმელების საკიდისგან, რომელზეც Blötsnö-ის სანათებია დამაგრებული და სახურავად კი გადასაფარებლებია გამოყენებული – ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ნიმუშია. მარტივი ნამუშევრების მაგალითებია  Cåmping tent (ტანსაცმელების საკიდისა და ზეწრების ერთობლიობა) და Wigwam (ქურთუკის საკიდი + ზეწარი).

არქიტექტორები, დიზაინერები და კულტურული ინსტიტუტები, მათ შორის, Foster +Partners, Dyson და V&A, ქმნიან გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს ბავშვებისთვის კარანტინის შესამსუბუქებლად, მაგალითად: გაფერადება არქიტექტურაში, ცათამბრჯენების დიზაინი და სპაგეტისგან ხიდის აშენება.

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.