fbpx

საუკეთესო გერმანული მუსიკალური ვიდეოსთვის რეჟისორმა ზაზა რუსაძემ MuVi Award-ის პრიზი მიიღო


გააზიარე სტატია

 

რეჟისორმა ზაზა რუსაძემ საუკეთესო გერმანული მუსიკალური ვიდეოსთვის MuVi Award-ის პრიზი მიიღო. ვიდეოკლიპი Eurydike მომზადდა ცნობილ გერმანულ ჯგუფ Kreidler-ის კომპოზიციისთვის.

ელექტრონული ჯგუფი Kreidler 1994 წელს დუსელდორფში შეიქმნა. 2000 წლიდან მოყოლებული, ჯგუფს რამდენიმე კონცერტი გამართული აქვს თბილისშიც.

MuVi Award მუსიკალური კლიპების პირველი საფესტივალო დაჯილდოვებაა, რომელიც ობერჰაუზენის შორტ ფილმების ფესტივალმა 1999 წელს დააფუძნა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.