fbpx

იმპრესიონისტული ნამუშევრების შთაგონებით შექმნილი გასაოცარი ნაქარგები


გააზიარე სტატია



ავტორი: Emma Taggart

უკრაინელი ტექსტილის ოსტატის, ლუდმილა პერევალოვას ნაქარგები იმპრესიონისტების, კერძოდ კი, კლოდ მონეს შთაგონებით შექმნილ პეიზაჟებს ჰგავს. თითოეული ნაქარგი იმ ხელოვნების ნიმუშის სილამაზეს და ბუნების სიხასხასეს აირეკლავს, რომელსაც ეფუძნება.

პერევალოვამ ქარგვა დედისგან ისწავლა, როცა ძალიან პატარა იყო. ახლა, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ქარგვას ყოველთვის უთმობს დროს და თავის ხელოვნებას ყოველდღიურად სრულყოფს. თითოეული ნაქარგი სხვადასხვა ფერის, გრძელი და მოკლე ნაკერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომლებიც იმპრესიონისტული ფუნჯების ეფექტს ქმნიან.



იმპრესიონისტების მსგავსად, რომლებიც გავლენას ახდენენ მის საქმიანობაზე, პერევალოვა შთაგონებულია მისი გარემომცველი ბუნებით. იგი ამბობს: ”მე ვცხოვრობ ზღვის პირას, პატარა სახლში. ჩემი ყვავილების ბაღი ყოველდღე მაძლევს შთაგონებას, რომ შევქმნა რაღაც ახალი.” იგი ხშირად საკუთარ დიზაინს ქმნის, თუმცა მისი მრავალი ნამუშევარი ცნობილ ნახატებს ეფუძნება. პერევალოვა ჰენრი მორეტის ნამუშევრმა “The Isle of Ouessant” შთააგონა უთვალავი, თანმხვედრი ძაფებით მზის სინათლისა და მშვენიერი ზღვის ტალღების ლივლივის ეფექტისთვის მიეღწია.

დაათვალიერეთ უკრაინელი ხელოვანის იმპრესიონიზმით შთაგონებული ნაქარგები. ნამუშევრების  შეძენა მისი პორტფოლიოდან Etsy-ზე შეგიძლიათ.


ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.