fbpx

რა ფილმებს უყურებდა ვეს ანდერსონი პანდემიის დროს – iD


გააზიარე სტატია

ავტორი: დუგლას გრინვუდი

თანამედროვე კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედი ვეს ანდერსონი ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც ასეთ დროს უნდა ვენდოთ. მისი ფილმები ათწლეულებია,  რაც საზოგადოებას ნათელი წერტილის პოვნაში ეხმარება. The Royal Tenenbaums ან თუნდაც The Grand Budapest Hotel, ასევე მისი ბოლო ნამუშევრები განსაკუთრებით ფასეულია  გაურკვევლობისა და უიმედობისგან თავის დასაღწევად. ამ ფილმების ნახვის   შემდეგ კი აშკარაა, რომ შეუძლებელია შექმნა ვეს ანდერსონზე უკეთესი სამყარო.

რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ვეს ანდერსონის შემოქმედების მარათონს ბოლომდე გავივლით (გარდა იმისა, რომ დავიწყოთ თავიდან, ისევ და ისევ)? – ვეს ანდერსონი გვიზიარებს ფილმებს, რომლითაც ის ცდილობს გაექცეს Covid 19-ის პანდემიას. 

“ვეს ანდერსონი ინტენსიურად  გვიგზავნის წერილებს, სადაც აღნიშნავს,  თუ რატომ მოსწონს Criterion Channel, – წერდა არხის ადმინისტრაცია twitter-ზე. – ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგიზიაროთ ისინი, გაჩვენოთ მისი უახლესი აღმოჩენები და სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ.”

  1. Les Miserables
    ანდერსონი არ გულისხმობს ფილმს, რომელშიც ენ ჰეთევეი თავს იპარსავს. ის საუბრობს 1930 წელს გამოშვებულ ფრანგულ, რეიმონდ ბერნარდის მიერ გადაღებულ ფილმზე. “ შედევრი“ – ასე ახასიათებს ვეს ანდერსონი ჰიუგოს რომანის ფრანგულ ეკრანიზაციას.

 

  1. Anne-Marie
    1936 წელს გადაღებული ფილმი მებრძოლ მფრინავ ქალზე. რეჟისორი კი კვლავ რეიმონდ ბერნარდია. “არასდროს მსმენია მსგავსი ისტორია “, – აღნიშნავს ვეს ანდერსონი.

     

     

 

  1. Wooden Crosses

ფილმი რეიმონდ ბერნარდის შინაგანი ბრძოლის შესახებ, რომელიც მიჩნეულია All Quiet on the Western Front-ის ფრანგულ ვერსიად.

 

 

  1. The Out-of-Towners

ოქროს გლობუსზე ნომინირებული კომედია ცოლ-ქმრის შესახებ. გასაუბრების გასავლელად ისინი ოჰაიოდან ჩამოდიან ნიუ-იორკში და მათ ბევრი თავგადასავალი ელოდებათ. “დროში სასიამოვნო მოგზაურობა”, – ასე აღწერს ვეს ანდერსონი.

 

 

 

  1. And the Pursuit of happiness

1986 წელს გადაღებული ლოუ მალეს დოკუმენტური ფილმი. მასში აღწერილია იმიგრანტების ცხოვრება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ.

 

 

 

  1. An Angel at My Table

1990 წლის ფილმი, რომელიც ლეგენდარული მწერლის, ჯანეტ ფრეიმის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორია ჯეინ კამპიონი. ვეს ანდერსონი აღნიშნავს, რომ ეს არის ფილმი, რომლის ყურებაც მას არასდროს  ბეზრდება.

 

 

 

ფილმების ნახვა შესაძლებელია The Criterion Channel-ზე. 

ორიგინალი: https://i-d.vice.com 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.