fbpx

ციფრული აფიშა: ღონისძიებები, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ


გააზიარე სტატია

სტატიის წარმდგენი:

ავტორი: ქეთო ჯულუხაძე


 

თუ ჯერ კიდევ სახლში ხართ და გსურთ, რომ დღეები სასიამოვნოდ გაატაროთ, AT.ge გთავაზობთ ვირტუალურ ღონისძიებების აფიშას. პანდემიის პირობებში ონლაინ სივრცე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა და საზოგადოებას შანსი მიეცა, რომ დისტანციუროდ დაესწრონ საჯარო ღონისძიებებს..

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ, ამ თვის ყველაზე საინტერესო და საყურადღებო მოვლენები

18-24 მაისი

 

თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ სწორედ ახლა საქართველოს ეროვნული მუზეუმი თქვენთვის ციფრულ ტურს ატარებს, ამიტომ დროა შეუერთდეთ.

მუზეუმის საეთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს, რომელიც მუზეუმის 15 წლის იუბილეს ეძღვნება.

18-24 მაისს, ციფრული არხების დახმარებით პირველად საზოგადოების წინაშე წარსდგება ბოლნისის ახალი მუზეუმი. ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გელოდებათ: გამოფენები, სპეციალური გასაფერადებელი პროგრამები ბავშვებისათვის, პაზლები, ქვიზები. ასევე, ონლაინ გაკვეთილების სერია, სადაც გაიგებთ უფრო მეტს არქეოლოგიაზე, ისტორიაზე, ხელოვნებასა და ბუნებაზე. ასევე 360 გრადუსიანი ციფრული რეკონსტრუქციით,  იხილავთ თუ როგორ გამოიყურებოდა მე-19 საუკუნეში ახლანდელი თავისუფლების მოედანი. თქვენ შეგიძლიათ, დოკუმენტური მასალის საშუალებით, შეიტყოთ უფრო მეტი ეროვნული მუზეუმის შესახებ. ფესტივალის დასასრულს კი შეძლებთ გაეცნოთ ახალ პროექტს, “ეროვნული მუზეუმი და ტრადიციული რეწვის ოსტატები”  და შეიტყოთ მეტი საქართევლოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის შესახებ.

უფრო მეტიც, ეროვნული მუზეუმი ონლაინ სწავლების მხარდასაჭერად გვთავაზობს ვურტუალურ გაკვეთილებს, მუზეუმში არსებული გამოფენების მიხედვით. ვირტუალური შეხვდრების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.

ფესტივალის განრიგთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ ესტუმროთ ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ Facebook გვერდს.

 

21 მაისი, ხუთშაბათი

 

თუ ამ კვირაში ლიტერატურულ თავგადასავლებს ეძებთ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.

“საბა”  გთავაზობთ დისტანციურ საჯარო ლექციას. საბკულტურის ჯგუფში  Live ჩართვით ქართველი მწერალი და “გალას” დამაარსებელი, ზალიკო სამადაშვილი მოგვცემს ლიტერატურულ რეკომენდაციებს. ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

საბკულტურა ეს არის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მწერლებს, გამომცემლებს, ლიტერატურის მოყვარულებსა და მკითხველებს. ჯგუფში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ლინკზე.

ასე რომ მოემზადეთ, წინ ნამდვილად საინტერესო საღამო გელოდებათ.

 

23 მაისი, შაბათი

 

თუ სახლში ყოფნა და Youtube უკვე მოგბეზრდათ, თქვენ შეგიძლიათ საღამო გაატაროთ ვირტუალური ჯაზის სასიამოვნო ჰანგების თანხლებით.

Leno Records ხმის ჩამწერი სტუდიაა, რომელმაც პანდემიის პირობებში დაიწყო Livesteam-ების სერია Leno Sessions, სადაც თანამედროვე ქართველი მუსიკოსები ატარებენ Live კონცერტებს. ამჯერად, ინტერაქციული ღონისძიებათა სერიაში რეზო კიკნაძე, ხატია ქორიძე და სოსო ცაგარეიშვილი ჩაერთვებიან.

რეზო კიკნაძე საქსოფონისტია, რომელიც ძირითადად უცხოთში მოღვაწეობს, ის თანამშრომლობს, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებლებთან,  საბალეტო დასებთან და ასევე, თავისუფალი იმპროვიზაციის ანსამბლ “Resolution Group”-ის ხელმძღვანელია. რეზო კიკნაძე,  ბასგიტარისტ ხატია ქორიძესთან და სოსო ცაგარეიშვილთან ერთად, თქვენთვის 18:00 საათზე დაკვრას დაიწყებს. კონცერტის ნახვა შეგიძლიათ Leno Records-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

თქვენ ასევე საშუალება გექნებათ კონცერტის მსვლელობისას, Zoom-ის აპლიკაციის დახმარებით, მუსიკოსებს შეკითხვები დაუსვათ.

 

25 მაისი, ორშაბათი

 

საკმაოდ პოპულარული, ქართული  ჯგუფი ონლაინ კონცერტს გთავაზობთ. კომპანია “ქარვა”-ს მოწვევით Bedford Falls  ჩაატარებს Live-ს. პანდემიის პირობებში მათ რამდენიმე ახალი სიმღერაც გამოუშვეს.

BEDFORD FALLS 2014 წელს დაარსდა. მათ დაუკრავთ სხვადასხვა ადგილობრივ ფესტივალებზე, მათ შორის Tbilisi Open Air-ზე [2016 და 2018 წლებში]. დეკემბერში კი “Stereotrip: Tbilisi-ის” ფარგლებში, ქართველ მუსიკოსებთან ერთად [KORDZ; Eko & Vinda Folio და Anushka Chkheidze] კონცერტი საფრანგეთში, ქალაქ ნანტში ჰქონდათ.

2019 წლის 3 ოქტომბერს მათ სადებიუტო ალბომი “THIS IS YOUR HOUSE” გაავრცელეს და მას მერეც პერმანენტულად აგრძლებენ სიმღერების ატვირთვას. როგორც ბენდის წევრები ამბობენ,  კარანტინის რეჟიმში, კიდევ ბევრი სიმღერით მოამარაგებენ მსმენელს.

“ქარვა” პანდემიის პირობებში ინტენსიურად აწყობს live კონცერტებს. მათ  წამოიწყეს კამპანია  Stay Safe and Dance at Home, რომელშიც მონაწიელობას ძირითადად EZO Fest-ის რეზიდენტები იღებენ. BEDFORD FALL-ის კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება, ის და  სხვა ვირტუალური Live-ები  შეგიძიათ “ქარვას” ოფიციალურ facebook გვერდზე იხილოთ.

იმედია, Bedford Falls  გაგიხალისებთ სახლში ყოფნის ერთ საღამოს.

 

27 მაისი, ოთხშაბათი

 

იზოლაციის მესამე თვეს, მხოლოდ წიგნების კითხვა უკვე მოსაბეზრებელია?!  თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას “წიგნი და წიგნიერება”. ლექციას გაუძღვება გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანია. ასევე, “საბას” და წინანდლის პრემიის ლაურეატი. ის ცნობილია საჯარო ლექციებითა და საინტერესო დისკუსიებით. ონლიან ლექციის ფორმატი კი საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ თემის განხილვაში.

ლექცია ჩატარდება Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ლექციაზე დასასწრებად უნდა გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული მონაცემები.

ID: 6095656425

პაროლი: 213213

 

27 მაისი, ოთხშაბათი

 

ჯაზის საღამოს გარდა, Leno Session  გვთავაზობს კლასიკურ მუსიკას ახალგაზრდა, უნიჭიერესი მუსიკოს გიორგი გიგაშვილთან ერთად.

გიორგი გიგაშვილი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, რომელიც ქართველი მსმენელისთვის უკვე საკმაოდ ცნობილია. მან პანდემიის პერიოდში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის კორონა ვირუსს უმღერის. ის არამხოლოდ ახალგაზრდა ვირტუოზია, არამედ შესანიშნავი ვოკალისტიც.

გიორგი შუმანის Kreisleriana-ს და შოპენის Piano Sonata Op.35 N2 B-flat Minor-ს შეასრულებს.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა შეგიძლიათ Leno Record-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გგონიათ, რომ კლასიკური მუსიკა თქვენი სტილი არ არის?  შეგიძლიათ სცადოთ და იზოლაციაში კიდევ ერთი სიახლე შეიტყოთ საკუთარ თავზე.

29 მაისი, პარასკევი

 

Gepostet von Touch • Digital Summit am Dienstag, 5. Mai 2020

 

Tech-Touch ონლაინ კონფერენცია, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები, დევლოპერები, მარკეტინგის სპეციალისტები და განიხილავენ პოტენციურ გზებს ბიზნესის გადასარჩენად და ასევე კრიზისს, რომელიც პანდემიის პირობებში შეიქმნა.

კონფერენცია  29 მაისს 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 31 მაისის 23:00 საათამდე. კონფერენციის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ touch.ge -ზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.