fbpx

ცარცით შექმნილი ხელოვნება თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: Giedrė Vaičiulaitytė

პანდემიის გამო ბავშვებს უკვე რა ხანია სახლებში ყოფნა უწევთ, თუმცა მკაცრი საკარანტინო წესების მოხსნის შემდეგ მათ გარეთ გართობის შანსი გაუჩნდათ. ატლანტაში მცხოვრები ოჯახი ცარცით ფანტასტიკურ ფოტოებს  ქმნის, სადაც ბავშვებს თამაშის შესაძლებლობა აქვთ.

ები ტაკერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მრავალფეროვანი და სახალისო ფოტოების სერია გამოაქვეყნა. მრავალფეროვანი და სახალისო სიტუაციები ბეტონზე ცარცით დახატულ თავგადასავლებშია, მთავარი გმირები კი მისი ქალიშვილები არიან. საოცარი სულაც არ არის, რომ ფერადმა ფოტოებმა ათასობით მოწონება და გამოხმაურება დააგროვა სოციალურ მედიაში.



Bored Panda დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ების ესტუმრა. ბავშვების დედამ  სიამოვნებით გაგვიზიარა თავისი ისტორია: ”ჯორჯიის შტატში ვცხოვრობთ და ორიდან ცამეტ წლამდე ასაკის ოთხი გოგონა გვყავს. მიყვარს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით კი ჩემი გოგოების გადაღება. ყველაფერი ერთი მარტივი ნახატით დაიწყო. კარანტინის დასაწყისში ჩემმა უფროსმა გოგონამ ბეტონზე რამდენიმე ბუშტი დახატა. მე კი უმცროსს ამ ნახატთან ფოტო გადავუღე და იდეა ძალიან მოგვეწონა.”


ამის შემდეგ ყოველდღე გარეთ ვიყავით და ბევრს ვხატავდით”, – გვითხრა დედამ. ”დავინახეთ, რამხელა სიამოვნებას იღებდა თითოეული მათგანი და ამის კეთება გავაგრძელეთ.” ტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ინსპირაციისთვის სხვადასხვა წყაროს მიმართა: ”რამდენიმე იდეისთვის ინტერნეტი გამოვიყენე, აზრებს მიზიარებდნენ მეგობრები და ოჯახის წევრებიც. მე კი ვცდილობდი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ადგილი, სადაც მხოლოდ წარმოსახვით თუ შეგვეძლებოდა ყოფნა. ჩვეულებრივ, ცარცის ნახატის შექმნას ორი საათი სჭირდება. თუმცა, თავად ფოტოს დასრულება შეიძლება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს.” ფოტო მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ამყვება  პატარა”, – აღნიშნა ტაკერმა.



”მომწონს იდეის ჩამოყალიბების პროცესი, ხატვა და შემდეგ იმის ნახვა, გამართლდა თუ არა ჩემი მოლოდინი.  მიზანი  ისაა, რომ ბავშვები თავგადასავლების მონაწილეები გახდნენ.  ტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტში განთავსებულ ფოტოებზე რეაქციები იმაზე პოზიტიური იყო, ვიდრე  წარმოიდგენდა. ”კომენტარები გულწრფელი და რეალური აღმოჩნდა, – თქვა მან. – ცარცით შესრულებული ბევრად უკეთესი ნახატები მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ხელოვნება  თავგადასავლებში ჩაძირულმა ჩემმა პატარებმა უფრო საინტერესო გახადეს.



ორიგინალი: https://www.boredpanda.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.