fbpx

23 მაისს საქართველოში აფხაზეთობა აღინიშნება


გააზიარე სტატია

 

2014 წლიდან მოყოლებული, ყოველ 23 მაისს, აფხაზეთობა ტრადიციულად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე 4 დღის განმავლობაში ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე.