fbpx

ირანული ფოტოსერია: მიტოვებულ ეზოებში, კიბეებსა და საძინებლებში გამეფებული ბუნება


გააზიარე სტატია


ავტორი: Kate Sierzputowski

ირანელი ფოტოგრაფი გოჰარ დაშტი აჰვაზში ისლამური რევოლუციის ადრეულ წლებში დაიბადა და ირან-ერაყის ომის დროს გაიზარდა. მისმა პირადმა მოგონებებმა გავლენა მოახდინა  2017 წლის ფოტოსერიაზე – Home, რომელშიც ჩანს, თუ რა ხდება სახლებში ადამიანების წასვლის შემდეგ. “სურათებში კარგად ჩანს, თუ რა ხდება, მაშინ როდესაც ადამიანებს სახლის დატოვება უწევთ”, – განმარტავს იგი. ”ფოტოები აჩვენებს ბუნების ენერგიას, რომელიც ყლაპავს და იპყრობს მთლიან საცხოვრებელ სივრცეს.“

დაშტი ფოტოების გადასაღებად ირჩევს არა ისტორიულ, არამედ ყოველდღიურ ადგილებს, რომელთა დატოვებაც მცხოვრებლებს სოციალური პრობლემების გამო მოუხდათ. LensCulture-სთან ინტერვიუს დროს ფოტოგრაფი იხსენებს მშობლიურ ქალაქში სტუმრობას და მეზობლების კუთვნილ შენობას. ”მათ საცხოვრებელი ომის დროს დატოვეს, რის შემდეგაც სახლი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვერანდაზე მხოლოდ გვიმრა შემორჩა, რომელიც მათი არყოფნისას აყვავებულიყო  და სიმძიმის გამო მოხრილიყო. მარტო დარჩენილმა გვიმრამ საბოლოოდ ჩაყლაპა და დაიპყრო სახლი”.

ბუნების ურყევი ენერგიის ხაზგასასმელად ზოგიერთი სცენა დადგმულია, ხოლო ზოგიერთ სცენაში საერთოდ არაფერია შეცვლილი.  სურათები ხაზს უსვამენ დაშტის პირად დამოკიდებულებას ქვეყანასა და ბუნებასთან. ”ხალხი წარმავალია,  ბუნება კი მარადიული. ეს ყველაფერი აქ დიდი ხნის განმავლობაში იქნება, მას შემდეგაც, რაც ყველანი გავქრებით”, – აცხადებს ხელოვანი.  თქვენ შეგიძლიათ ფოტოგრაფის შემოქმედების შესახებ  უფრო მეტი გაიგოთ მის ვებგვერდსა  და  ინსტაგრამზე


ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.