fbpx

იაპონური სტარტაპი ასტრონავტების კოსმოსური რობოტებით ჩანაცვლებას აპირებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დან რობიტსკი


იაპონურ სტარტაპ Gitai-ს სურს, რომ ორბიტალურ კოსმოსურ სადგურებში ასტრონავტების ნაცვლად ჰუმანოიდი რობოტები გააგზავნოს. ასტრონავტების ორბიტაზე გაშვება სარისკო და ძვირია. თუ დისტანციურად კონტროლირებადი ან ნახევრად დამოუკიდებელი რობოტები შეასრულებენ ამ საქმეს, მაშინ, როგორც Bloomberg News იუწყება, იაპონიის კოსმოსურ სააგენტოს იმ ხარჯების 90%-ის დაზოგვა შეუძლია, რაც ერთი ადამიანის გაგზავნისთვისაა საჭირო. მთავარი გამოწვევა რობოტების ფუნქციონირების გაუმჯობესებაა ისე, რომ მათ ადამიანების ჩანაცვლება შეძლონ.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რობოტები კვლევას ჩაატარებენ, ხოლო ადამიანები კი მათ გააკონტროლებენ:  თავად დისტანციურად კონტროლის პროცესი, ისევე, როგორც დრონის მართვა, კოსმოსურ კვლევებს უფრო იაფს და უსაფრთხოს გახდის. 

“ისეთი რობოტები გვჭირდება, რომლებიც ჩვენს დახმარებას შეძლებენ. საბოლოოდ უნდა შევძლოთ, რომ ეს დავალებები დისტანციურად შევასრულოთ”, – განაცხადა იაპონელმა ასტრონავტმა ნაოკო იამაზაკიმ.

Gitai-მ გასულ წელს ასეთი რობოტის დემო ვერსია გამოუშვა, რომელსაც გარკვეული ამოცანების შესრულება შეეძლო, მაგრამ ზოგჯერ შეფერხებები ჰქონდა. და მაინც, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი შოკო ნაკანოზი კოსმოსური რობოტების მომავლის შესახებ ოპტიმისტურადაა განწყობილი. “ჩვენ იმ ეპოქას მოვესწრებით, როცა ადამიანები კოსმოსში იმუშავებენ, ოღონდ გამგზავრების გარეშე. გვინდა, რომ ჩვენმა რობოტებმა საფუძველი შექმნან Blue Origin-ისა და SpaceX-სთვის”.

 

ორიგინალი: https://futurism.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.