fbpx

ირმა შარიქაძის “ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო” – A Shaded View of Fashion


გააზიარე სტატია

ცნობილი მოდის კრიტიკოსის,  დაიენ პერნეტის ბლოგზე – A Shaded View of Fashion  გამოქვეყნდა ირმა შარიქაძის იზოლაციაში შექმნილი ვიდეო “ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო”.

“ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო” ამაღელვებელი პერფორმანსია მოდის მუსიკის და კონცეპტუალური ხელოვნების კვეთაზე, რომელიც ეძღვნება ქართველს ქალს, მის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობასა და სილამაზის იდუმალებას.

ცნობილი ქართველი ვიზუალური არტისტი, ფოტოგრაფი და დიზაინერი ირმა შარიქაძე ქმნის უნიკალურ დიზაინერულ კონცეფციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს კულტურულ წარსულს მომავალთან. მისი დიზაინერული ბრენდი “ირმა დე ფლორე” ავითარებს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რასაც ქართული ნაქარგობა ჰქვია. 

აქტიურად მუშაობს ანტიკვარული ქსოვილის მომწოდებლებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ახალ სიცოცხლეს აძლევს საუკეთესო ხარისხის ანტიკვარულ აბრეშუმს და ქმნის პრემიუმ კლასის კოლექციებს და ექსკლუზიურ  სამოსს, მდიდარი ფერთა გამით და თანამედროვე ქალური სილუეტებით.

წარმოებული ირმა დე ფლორეს მიერ საქართველოში.

  • მუსიკა: გიორგი შამანაური
  • მონაწილეობენ: ირმა შარიქაძე/სალომე ფარავა
  • მონტაჟი: საბა შენგელია
  • ასისტენტი: მარიამ ლებანიძე

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.