fbpx

თბილისის კლუბები UNITED WE STREAM-ის პლატფორმას შეუერთდნენ


გააზიარე სტატია

 

27 მაისს ბერლინის Clubcomission-ისა და Reclaim Club Culture-ის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმის, UNITED WE STREAM-ის მხარდაჭერით თბილისის კლუბები საქველმოქმედო პროექტში ჩაერთვებიან, რომლის მიზანსაც COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი საკლუბო სცენის დახმარება წარმოადგენს. 

27 მაისს სადებიუტო 9-საათიანი სტრიმი საგურამოში არსებულ კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება, რომელშიც ქართული საკლუბო სცენის საკვანძო სივრცეები – Café-Gallery, Mtkvarze, Khidi და Bassiani მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკალური პროგრამა ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერის, ნატალია ბერიძის ცოცხალი შესრულებით გაიხსნება, რომელსაც ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტებიც შეუერთდებიან. პროექტის შედეგად შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისის საკლუბო სივრცეების რეაბილიტაციას. 

 

Gepostet von United We Stream Tbilisi am Donnerstag, 21. Mai 2020

 

პროექტი ინიცირებულია ასოციაცია – „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის“ მიერ, რომლის მიზანიცაა ადგილობრივი სახელოვნებო სივრცეებისთვის COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირება და სწრაფი რეაბილიტაციის ფორმების შეთავაზება.  

UNITED WE STREAM TBILISI-ის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობითა და მინერალური წყლის,  “ლიკანის” მხარდაჭერით.

UNITED WE STREAM-ის საერთაშორისო მხარდამჭერია ARTE Concert, ZDF, Vice, Soundcloud, ადგილობრივი მედიამხარდამჭერები არიან: Artarea/Tv2.0, ჟურნალი “ინდიგო”, Mutant Radio.

როგორც ცნობილია, 2020 წლის მარტში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შესამცირებლად, მსოფლიოს მასშტაბით არსებული მუსიკალური სივრცეები და კლუბები დროებით დაიხურა, რის გამოც ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. უამრავი კლუბი, მუსიკალური სივრცე, ფესტივალი თუ წვეულება, რომლებიც ქალაქის იდენტობას განსაზღვრავენ, დანგრევის პირასაა.  მაშინ როდესაც საყოველთაო იზოლაციის პირობებში ვიმყოფებით, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბერლინში სოლიდარობის ინიციატივას UNITED WE STREAM ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც ვირტუალური კარი გაუღო საკლუბო სცენის წარმომადგენლებს. 27 მაისიდან კი ამ პლატფორმის წევრი თბილისიც გახდება.

 

27 მაისის United We Stream Tbilisi-ის სრული მუსიკალური პროგრამა:

Cafe-Gallery: Natalie Beridze Tba / Bacho / Nicole 

Mtkvarze: Kraumur  / Ash Scholem

Khidi: Yanamaste / OTHR 

Bassiani:   NDRX /  Newa / Kancheli 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.