fbpx

ქართული მოდა განაგრძობს არსებობას – Shon Magazine


გააზიარე სტატია

ავტორი: ბრეიდენ ბჯელა

 

COVID-19-მა მთელი მსოფლიოს მოდის ინდუსტრია უმოქმედობის ჩიხში შეიყვანა, გარდა საქართველოს სამოდელო ბიზნესისა. საქართველოს დედაქალაქში  მოდის ინდუსტრიის აღორძინება უკვე საკმაოდ შესამჩნევია და წლებია აღფრთოვანებას იწვევს, ეს ყველაფერი კი სოფო ჭყონიას დიდი დამსახურებისა და ძალისხმევის შედეგია. Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელმა მსოფლიოს ყურადღება საქართველოს დედაქალაქზე გადმოიტანა. Schon-ის 2015 წლის ინტერვიუში სოფოს პოზიცია და მიზნები უკვე თვალსაჩინო იყო და ახლა, 2020 წელს, აშკარაა, რომ მისი შრომის შედეგი შთამბეჭდავია და ის  მსოფლიოს გაოცებას ახერხებს.

სოფომ ქართულ მოდას გაუხსნა ახალი სივრცე, რომელიც ორიენტირებული იქნება სამომავლო გეგმების განხორციელებაზე. მან Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა აამუშავა, როგორც ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, სამომავლოდ კი Mercedes Benz Fashion Week-ის სახლად აქცია. უზარმაზარი სივრცე აერთიანებს: დიზაინერებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, მოდის ინდუსტრიის სპეციალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სთავაზობს მათ კოლაბორაციას, გამოფენებს, ჩვენებებს,  პროექტებს და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელიც ავითარებდა და ავითარებს ქართულ მოდას.

ამ სივრცის გახსნის შემდეგ ჟურნალმა Schon-მა დაიწყო თბილისში დაფუძნებული ლეიბლების პროდუქციაზე დაკვირვება. ერთ-ერთი პირველი იყო Lalo, ქართული ნაქსოვი პროდუქტი, რომელიც ხასიათდება უნიკალური ხელნაკეთი დეტალებით. Lalo გამოირჩეოდა SS2020-ის გამოშვებაში –  მათ განავითარეს Lalo-ს წარმოება და ფართო ბაზარზე გაიტანეს, როგორც ბრენდი. Lalo თავისი მდიდარი დეტალებითა და მაღალი ხარისხის  პროდუქციით მუდმივად იწვევს უსაზღვრო ინტერესს. 

Materiel თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია. ეს ხაზი აერთიანებს ქართველ დიზაინერებს, ისინი ქმნიან პროდუქციას ქართული მემკვიდრეობის გავლენით ახალი ტრენდისთვის, ახასიათებს მინიმალიზმი და სინაზე.

“მითიური-რეტრო” – ასე განიხილება მისი ნამუშევრები, JANASHIA ქმნის პროდუქტს, რომელიც მყარად დგას ორ სამყაროს შორის: შერეული სიმსუბუქე და მძიმე მატერია. მისი კოლექციები გამოირჩევა მდიდარი ტექსტურით. ჯანაშიას  შეუძლია განსხვავებული სტილის ჰარმონიული სინთეზი. ის აბსოლუტურ სიზუსტეს, დიდ ნაქსოვებსა და წვრილ მეტალის ჯაჭვებსაც კი აერთიანებს.

2015 წლის გამოცემაში  VASKA გამოყოფს საკუთარ ნამუშევრებს და აღნიშნავს, რომ ისინი რომანტიზმითა და მგრძნობიარე სულითაა გაჟღენთილი. დიზაინერი ვასილ ტაბატაძე, პროფესიით არქიტექტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ის  აღნიშნავს, რომ არქიტექტორის პროფესია ყოველთვის ხელს უწყობდა მისი კარიერის განვითარებას. “მე ვიწყებ ფიქრს სრულ კონსტრუქციაზე მანამ, სანამ ავაგებ სკეჩს”, –  ამბობს ის და ეს მიდგომა აშკარაა მის ნამუშევრებშიც, მათში დეტალები ერთმანეთს ზუსტად და ელეგანტურად ერწყმის.

იხილეთ მეტი MBFW Tbilisi ოფიციალურ website-ზე. 

 

ორიგილანი: https://schonmagazine.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.