ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი სოტბის აუქციონზე იყიდება
ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი, სახელწოდებით “სამოთხე/PARADISE”, სოტბის აუქციონზე იყიდება და 25 000-35 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული (96 943-135 720 ლარი).
თავად მხატვარი პოსტსაბჭოთა ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტი იყო. ის შთაგონებას სპარსული მინიატიურებისა და ქართული შუასაუკუნეების ფრესკებისგან იღებდა, შემდგომ კი ხატვის ტრადიციული ტექნიკაც შეიმუშავა: ხელით დამზადებულ ბათქაშსა და ტემპერას საღებავებს იყენებდა, საღებავებში შემაკავშირებელ ნივთიერებად კვერცხის გულს ურევდა, შედეგად კი განსაკუთრებულად დახვეწილ ნამუშევრებს იღებდა.
“სამოთხე/PARADISE”, როგორც სოტბის ოფიციალურ საიტზეა აღწერილი, თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია, მცირე დაზიანება მარცხენა კიდის ცენტრში აქვს, მაგრამ საბედნიეროდ, არ ჩანს, რადგან ჩარჩოთია დაფარული.
ორიგინალი: https://www.sothebys.com/