fbpx

კანზასის ზოოპარკმა პინგვინებს ხელოვნების მუზეუმში იმპრესიონისტებისა და ბაროკოს კოლექციები დაათვალიერებინა


გააზიარე სტატია


ავტორი: Megan Cooper

კანზას-სიტის ზოოპარკმა ამ თვის დასაწყისში სამი პინგვინი – ბაბლი, მეგი და ბერკლი – ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმში წაიყვანა. პინგვინთა ტრიომ იმპრესიონისტებისა და ბაროკოს კოლექციები მოინახულა. “ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მათი სიცოცხლის გახანგრძლივების  გზებს, ვცდილობთ გავუხალისოთ  დღეები, რამდენადაც კარანტინის პერიოდში დამთვალიერებლების გარეშე ძალიან მოიწყინეს”, – განმარტავს რენდი ვისტოფი, ზოოპარკის აღმასრულებელი დირექტორი.

ორივე ინსტიტუტის კოორდინირებული მოქმედებით მუზეუმში პინგვინების ვიზიტი წარმატებით განხორციელდა. მუზეუმის დირექტორის, ჯულიან ზუგაზაგოიტიას თქმით, ფრინველები კარავაჯოზე უფრო რეაგირებდნენ, ვიდრე მონეზე, მიუხედავად მისი მოლოდინისა, რომ ისინი  მონეს “წყლის შროშანების” გრილ ტონებს  უფრო მიანიჭებდნენ უპირატესობას. შესაძლოა მიწიერი ფერებით მდიდარმა ბაროკოს ნახატებმა პინგვინების ინტერესი მათი არაჩვეულებრივი სიღრმითა და ჩრდილებით გამოიწვია.

”ჰუმბოლდტის პინგვინებს  კარგი მოვლის პირობებში შეუძლიათ ოცდაათ წლამდე იცოცხლონ. ველურ ბუნებაში პინგვინები ჰაბიტატის დაკარგვასა და საკვები წყაროების ნაკლებობას განიცდიან. სამწუხაროდ, ჩვენი პინგვინები ვერ საუბრობენ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მათ მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილება  ძალიან გამოადგებათ”, – ამბობს ვისტოფი.

ახლა უკვე შეგიძლიათ მოინახულოთ ბაბლი, მეგი და ბერკლი კანზას-სიტის ზოოპარკში, რადგან მისი  კარი ვიზიტორებისთვის  ახალი რეგულაციებით გაიხსნა. ნელსონ-ატკინსის სამხატვრო მუზეუმი კი ამჟამად დახურულია –  შეგიძლიათ შემოწირულობა გაიღოთ კურატორთა მხარდასაჭერად.


ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.