fbpx

იმუნიტეტი, როგორც საუკეთესო მეგობარი!


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ:


 

ავტორი: თამარ ბენდელიანი

ორგანიზმის ხანგრძლივად დაცვისთვის აუცილებელია იმუნური სისტემის მწყობრში ყოფნა. იმუნიტეტის სახით ყოველთვის „გეყოლებათ“ საუკეთესო და ძლიერი მეგობარი, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ და გაითვალისწინებთ რჩევებს, რომელსაც გიზიარებთ:

ანტიოქსიდანტებით სავსე საკვები

წარმოიდგინეთ ნივთიერებები, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ორგანიზმში დაჟანგვის შედეგად გაჩენილ თავისუფალ რადიკალებს, აღნიშნულ „ბრძოლაში“ თქვენც რომ აქტიურად ჩაერთოთ აუცილებლად უნდა მიირთვათ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებით მუქი მწვანე შეფერილობის, წითელი, ყვითელი ხილი და ბოსტნეული, მათ შორისაა: ჟოლო, სტაფილო, ჭარხალი, ციტრუსები, წითელი ყურძენი და ისპახანი.

ვარჯიშის როლი იმუნური სისტემის გაუმჯობესებისთვის

პასიურ მდგომარეობაში ყოფნას იმუნური სისტემა ნამდვილად არ „მოგიწონებთ“. რადგან სისხლის მიმოქცევა უარესდება, კუნთები მოდუნებულია, გადაჩვეული ხართ აქტიურ სუნთქვით პროცესებს, რაც რასაკვირველია, ხელს უწყობს ვირუსებს, რომ ადვილად „დაიდონ ბინა“ თქვენს ორგანიზმში. გამოყავით რამდენიმე წუთი რეგულარული ვარჯიშებისთვის დღის განმავლობაში, ეს დრო შეგიძლიათ დროთა განმავლობაში გაზარდოთ, ფორმასაც შეინარჩუნებთ და იმუნური სისტემაც უფრო მეტად გაგიუმჯობესდებათ.

ძილის როლი

დღის განმავლობაში, შესაძლებელია ისე ხართ დაკავებული შინ მუშაობით, ცხობით, ახალი კერძების მომზადებით, გვიან დაძინება და არასრულყოფილი ძილი ხელს დიდად არაფერში გიშლით, თუმცა გვენდეთ, რომ ეს წარმოდგენა მოჩვენებითია და დროთა განმავლობაში იმუნურ სისტემაზეც აისახება.

ბოლო დროინდელი კვლევები ადასტურებენ, რომ ძილის ნაკლებობა არამარტო უწყობს ხელს ინფექციების ადვილად „მიზიდვას“, არამედ პროვოცირებას ახდენს ძველად გადატანილ ავადმყოფობას კვლავ იჩინოს თავი.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ: თინეიჯერებს აუცილებელია ეძინოთ 8-10 საათი, მოზრდილ ასაკის ადამიანებს – 7-9 საათი, ხოლო ასაკოვანი ადამიანების ძილი მინიმუმ 7-8 საათიანი უნდა იყოს.

პრობიოტიკები

სასარგებლო ბაქტერიები რომ ადამიანის საჭმლის მომნელებენ სისტემაში და ნაწლავებში მდებარეობენ, ალბათ მოგეხსენებათ, პრობიოტიკების მიღება შესაძლებელია ფერმენტირებული საკვებიდან: კეფირი, მაწონი, ყველი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მიღება დღეს და მაშინ, როდესაც სეზონური დაავადებების რისკი მატულობს, ამიტომ თქვენი საკვები რაციონი გაამდიდრეთ მცენარეული და რძის პროდუქტებით.

სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული

ჟანგბადი მონაწილეობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, რომლებიც იმუნური სისტების მთავარი დამცავი რგოლია. დღის განმავლობაში თუ 20-30 წუთს გამოჰყოფთ ფეხით სიარულისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღის განმავლობაში გიწევთ ჯდომა, იმუნური სისტემაც გაგიუმჯობესდებათ და შეატყობთ, რომ განწყობაც უფრო გაგიხალისდებათ.

და რა თქმა უნდადაიბანეთ ხელები ხშირად!

უმარტივესი გამოსავალი და ვირუსების გავრცელების პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა! მიმდინარე პანდემიის ჟამს, ხშირად ეს მოწოდება გვესმის, მაგრამ არასდროს მოიბეზროთ, არასდროს მოარიდოთ ყური, წყლით და საპნით, მარტივი მოძრაობით შესაძლებელია საკუთარი თავის და ახლობლების დაცვა. სიტყვა „ხშირი“ შესაძლებელია სუბიექტურად გასაგები იყოს, ამიტომ სასურველია: ხელები დაიბანოთ საკვების მომზადების წინ, ნებისმიერი საჯაროდ მოხმარების ზედაპირებზე შეხების შემდეგ (კარის სახელური, ღილაკები, ბანკომატები, გადამრთველები)

  • წაისვით იმდენი საპონი, რომ ხელები საკმარისად კარგად აქაფდეს
  • მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაიმუშავეთ საგულდაგულოდ თითები და ფრჩხილები
  • კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

„ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე“ – თუ ყოველთვის გინდოდათ ეს ფრაზა თქვენი ყოველდღიურობა ყოფილიყო, დღეს ნამდვილად შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული მარტივი მოქმედებით არგოთ ძალიან ბევრ ადამიანს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.