წერილი მუზეუმს – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ახალი პროექტი
წერილი მუზეუმს – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ახალი პროექტია, რომლის მიზანია მუზეუმები იქცნენ საზოგადოების გამაერთიანებელ პლატფორმად. ყველა წერილი, მოკლე ტექსტური შეტყობინება თუ საინფორმაციო ფურცელი დღევანდელ შეცვლილ და ჩაკეტილ რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მძლავრი საინფორმაციო შესაძლებლობაა.
წერილი, ჩანაწერი, მოკითხვა, ბარათი, შეტყობინება, ცნობა, განცხადება თუ სხვა დღეს რეალობის გადმოსაცემი საშუალებაა, სამომავლოდ კი, მოგონება და ხშირად ემოცია, გრძნობა და ისტორიაც შეიძლება გახდეს.
ისტორია, რომელიც მემორიალური მნიშვნელობითაც მომავალი თაობებისთვის საინტერესო იქნება და დროის და წარსულის გადმოცემასაც შეძლებს.
რას მისწერდით ილიას, გალაკტიონს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ან ზაქარია ფალიაშვილს, ოლღა გურამიშვილს, სოსო წერეთელს, მერაბ კოსტავას, ვახტანგ ჭაბუკიანს?
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას? გალას ოლკინსა და სხვებს.
რას მოუყვებოდით მათ საქართველოს დღევანდელ დღესა და გამოწვევებზე?
რა კავშირი აქვს წარსულსა და დღევანდელობას?
მოგვწერეთ თქვენეული განცდები მათი წერილების კითხვისას.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს.
- ნაბიჯი პირველი: წერთ წერილს
- ნაბიჯი მეორე: გადაიღეთ ვიდეო, სადაც კითხულობთ თქვენსავე წერილს.
- ნაბიჯი მესამე: ვიდეო (ან მხოლოდ ტექსტი) გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
და არ დაგავიწყდეთ, ხელნაწერი დატოვეთ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ადმინისტრაციის ოფისში, მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 103
წერილები და ვიდეომიმართვები განთავსდება თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფეისბუქგვერდსა და იუთუბ-არხზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Email: [email protected]
Tel: (+995) 598 98 33 98
თაკო სონღულაშვილი
კომუნიკაციების მენეჯერი