სახლში მომზადებული აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი ნუცი ხუნწარიასგან
გააზიარე სტატია
გთავაზობთ სახლში მომზადებული უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს ნუცი ხუნწარიასგან.
ცომი:
- ფქვილი 500 გ
- მარილი 10 გ
- საფუარი 2-3 გ
- შაქარი 5 გ
- კარაქი 30 გ
- წყალი 200-250 მლ
- ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
საფუარი და შაქარი მოვათავსოთ ჭიქაში, დავასხათ თბილი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი.
ღრმა ჭურჭელში ჩავყაროთ ფქვილი და მარილი. გავაკეთოთ შუაში ჭა, ჩავდოთ დარბილებული კარაქი და დავამატოთ საფუვრიანი წყალი. მოვზილოთ რბილი ცომი, ნელ-ნელა ვამატოთ თბილი წყალი. ბოლოს შევურიოთ 1 ს/კ ზეთი, დავაგუნდავოთ და დავტოვოთ შეფუთული 1-1,5 საათი. ცომი რომ ამოვა, ისევ მოვზილოთ. 1 საათში ამოვიღოთ და დავყოთ 250-გრამიან ბურთებად.
ყველი:
- იმერული/სულგუნი – 70/30
თუ ყველი გვაძლევს საშუალებას, ხელით დავტეხოთ
- 250 გრამ ცომის ბურთულაზე ავიღოთ 250 გრამი ყველი
- ცომი გავაბრტყელოთ თითებით,
- მივცეთ წაგრძელებული ფორმა, ნავის, და დავადოთ ყველის გუნდა. გვერდები შემოვუკეცოთ.
- გადავიტანოთ ღუმლის ტაფაზე და მივცეთ ფორმა. შევდოთ გახურებულ ღუმელში.
- გამოვაცხოთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 20-25 წუთი. სანამ არ შეწითლდება.
- ბოლოს დავადოთ კვერცხის გული, 2 წუთი გავაჩეროთ და გამოვიღოთ.
გემრიელად მიირთვით!