fbpx

სამეურნეო მინდვრების გამაოგნებელი სრულყოფილება მიჩ როუზის საჰაერო ფოტოგრაფიაში


გააზიარე სტატია


ავტორი: გრეის ებერტი

ვაშინგტონში მცხოვრები ფოტოგრაფი მიჩ როუზი შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში სრულყოფილი სიზუსტით დარგულ მცენარეებს ჰაერიდან აღბეჭდავს.  მისი შთამბეჭდავი საჰაერო კადრები მოზაიკურ ველებს, კონცენტრულ მწკრივებსა და ახლად ამოზრდილი მცენარეებითა და ხეებით შექმნილ ზოლებს ასახავს. როუზის ფოტოსურათები დამუშავებული მიწის ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენენ.

ფოტოგრაფმა Colossal-თან საუბარში აღნიშნა, რომ პალუზი – ჩრდილო-დასავლეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია – მისი ერთ-ერთი საყვარელი რეგიონია, რადგან ის სავსეა მსუყე მინდვრებით. “წელს ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველი იყო, გაოცებული ვუყურებდი რბილ და ხავერდოვან მწვანე ველებს. პირველი ფოტოსურათისგან განსხვავებით (ზემოთ ნაჩვენებია), პალუზიში მინდვრების ფორმები უფრო ბუნებრივად იხვევა და ბორცვების  ფორმებს ერწყმის”, – ამბობს ის. ფოტოგრაფმა ასევე შეისწავლა მონტანას, ორეგონის, აიდაჰოსა და კალიფორნიის შტატები, იღებდა  ბეიკერსფილდის მახლობლად მდებარე ხეების სრულყოფილად ჩამწკრივებულ რიგებს.


დრონითა და სხვა საჰაერო ტექნიკით იმედგაცრუებულმა როუზმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც აერთიანებს ვერტმფრენ Bell 407-სა და ინდუსტრიულ კამერას 150 მეგაპიქსელით. ამ პროცესის უდიდესი ნაწილი მოიცავს მიწის ნიმუშების დაფიქსირებას  ფრენისას.  ”მთავარი სირთულე დროის სწორად შერჩევაა. საჭიროა ხელსაყრელი შუქი, რომლის წყაროც ღრუბლები, განთიადი ან დაისი იქნება”. 

უფრო მეტი ფოტო შეგიძლიათ როუზის ინსტაგრამის გვერდზე ნახოთ.


ორიგინალი:https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.